"არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ. ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ პოლიტიკურ პროსტიტუტებს" - მეგის ქარდავა

უკრაინიდან ექსტრადირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა მიმართვას ავრცელებს, რომელიც სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

ქარდავა, თავის ვრცელ მიმართვაში ამბობს, რომ მისი ექსტრადირება წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული იდეოლოგიური დივერსიის საწარმოებლად განხორციელდა.

მეგის ქარდავას პოსტს, რომელიც მის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა უცვლელად გთავაზობთ:

"წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული იდეოლოგიური დივერსიის საწარმოებლად განხორციელდა ჩემი ექსტრადირება და როგორც ჩემს წინა განცხადებაში აღვნიშნე, ყოველივეს საფუძვლად ედო უკრაინის პრეზიდენტის და პუტინის ოლიგარქის გარიგება: პოლიტიკური პატიმრობიდან ჩვენი ძმების, უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩემი ექსტრადირება არაფორმალური გაცვლის სახით.

ამის ფონზე, ლამის "ეროვნული შეთანხმება", შედგა პუტინის ოლიგარქის და ფსევდო-ოპოზიციის ბანაკიდან ჩემი დისკრედიტირებისათვის სინქრონულად გაკეთებული განცხადებების სახით და ყურადღება გადაიტანეს მიმდინარე კატასტროფული მოვლენებიდან (ექსტრადირების პიარკამპანიის ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო), რუსული ჰიბრიდული ომით ქართველების ჩუმი გენოციდისგან, გარუსების პოლიტიკისგან, სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლისგან, ა.შ. ნაცვლად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია ინარჩუნებდეს ერთიანობას და მთელ რესურსებს ახმარდეს პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციას, რომლის პირობებშიც თავადვე იდევნებიან პოლიტიკურად პუტინის ოლიგარქისვე მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ, რაზედაც ერთხმად, გამუდმებით, თავგანწირვით ჩივიან ტელეეკრანებიდან, რომ საქართველოში მართლმსაჯულება გაუქმებულია, რაც ასეა, მაგრამ არწმუნებენ მოსახლეობას თითქოსდა ჩემთან და ჩემს თანამებროლებთან მიმართებაში აღმოჩნდა პუტინის ოლიგარქის სასამართლო დამოუკიდებელი, ოლიგარქის პრ-ა-კურატურა  - პროკურატურა, ხოლო გეგმაზომიერად წარმოებული რუსული პროპაგანდა კი ჭეშმარიტება.

ამ უსინდისო ორმაგი სტანდარტის მიზეზი და მიზანი მარტივია, საქართველოს მართავს მოღალატეებისგან, კორუმპირებული პოლიტიკური პროსტიტუტებისგან შემდგარი პოლიტიკური კლასი, რომელიც სხეულით გრძნობს და ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან.

ეს პოლიტიკური კლასი გუშინ იგივე პათოსით, რუსული პუტჩით ამხობდა ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას, მონაწილეობა მიიღეს 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციით პუტინის ოლიგარქის ხელდასმაში და დღეს მოსახლეობის "მოკლე მეხსიერებით" მანიპულირებენ და ჭკვიანური სახით გვიხსნიან რა ბოროტებაა თურმე პუტინის ოლიგარქის რუსული საოკუპაციო რეჟიმი და ამავდროულად რუსული იდეოლოგიური დივერსიის წარმოებით ერთ სიბრტყეზე აყენებენ ვარდების რევოლუციის რეფორმებს და რეფორმატორებს.

აქვე მინდა გამოვეხმაურო კორუმპირებული გიგი უგულავას, საბჭოთა ადამიანს მამუკა ხაზარაძეს და მათი კოლეგების ჩემთან მიმართებაში გაკეთებულ მორალურად გახრწნილ და ცილისმწამებლურ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს.

პოლიტიკური დევნის პროცესში თქვენთვის წაყენებულ ბრალდებებს მოტივად გასდევს კორუფცია, ანგარება. ჩემს წინააღმდეგ ასევე პოლიტიკური დევნის პროცესში წაყენებული ბრალდებების მოტივი კი იყო და მუდამ იქნება "საქართველოს სახელმწიფო ინტერესები".

უბრალოდ სამარცხვინოა და ისტორიული ღალატია ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლების წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ის ბრალდებები, რომლებიც რუსეთს წმენდს ნამუსს და რომლებიც თუნდაც თუ დავუშვებთ და ცრუ ბრალდებების პარალელურად შეიცავდეს სიმართლეს, ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ისრაელის სპეცსამსახურების ჩვეული რუტინაა და ამიტომაც აქვს ისრაელს სახელმწიფო, ამიტომაც არიან ებრაელები სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტი და ერთმანეთის გამტანი ხალხი, ამიტომაც ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას გულით დიდი "პატარა" ისრაელი მტრული ქვეყნების ალყაში, უბრალოდ არ არსებობს ისრაელის მტრების სასარგებლოდ ებრაელების გადადგმული მოღალატობრივი ნაბიჯები, არ ღალატობენ საკუთარ ჯარისკაცებს, "მოსადის" ოფიცრებს და უბრალოდ არ ჰყავთ ქვეყნის სათავეში საოკუპაციო რეჟიმი, რასაც არც არასოდეს დაუშვებენ.

ხელოვნურად აგორებული კამპანიის/ვნებათაღელვის ჩასაცხრობად ხაზს ვუსმევ, არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ.

ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ პოლიტიკურ პროსტიტუტებსა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრებს.

პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციის შემდგომ ზემოთ ხსენებული პოლიტიკური კლასის გავლენებისგან თავისუფალ, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ყველა ბრალდებას გავცემ პასუხს და უკანონო განაჩენების გამომტანი მოსამართლეებისა და ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ ჩემს ოჯახსა და საზოგადოებას თუ ვისი დავალებით სჩადიოდენ ყოველივე იმ ისტორიულ რუსულ ბოროტებას, რომელიც არამხოლოდ ჩემთან მიმართებაში განახორციელეს, არამედ ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების, ჩვენი თანამემამულეებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე", - აღნიშნულია ქარდავას მიმართვაში.

საქართველოს პროკურატურა უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე მოითხოვდა, რომლებშიც ის ფიგურირებს, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული.

ხუთ დანაშაულზე მას უკვე გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად, ხოლო ექვსი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778180456

საზოგადოება

„ეს არ არის კოვიდი, პანდემიის საფრთხე არ არსებობს“ - ჯანმოს განმარტება ჰანტავირუსზე

არგენტინიდან გამოსულ საკრუიზო გემზე, ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 4-ის ევაკუაცია კი სამკურნალოდ გახდა საჭირო. მიმდინარეობს იმ მგზავრების მოძიება, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ სახ...

ზოგადი

1778180410

საზოგადოება

„ნამდვილი შოუ მოაწყო, კვარაცხელიამ ამ თამაშით განაცხადა - ფლანგის მეფე მე ვარ“ - თურქი ჟურნალისტი

თურქმა ჟურნალისტმა სერდარ ალი ჩელიკლერმა „ბაიერნი“ - პსჟ-ს მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. სერდარ ალი ჩელიკლერმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. „ოლისე დღეს ძალიან ცუდად თამაშობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი, ფაქტობ...

თურქი ჟურნალისტი

1778177621

საზოგადოება

პაპუაშვილი უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუსმა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე. ვხედავთ სუსის საქმიანობის შედეგებს

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. დეტალებიც არ ვიცი. იცით, რომ მათ შორის დახურული არის სხდომები. თუმცა, ვთქვი და გავიმეორებ, რომ მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა...

შალვა პაპუაშვილი

1778177587

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პროკურატურა მუშაობდა, იყო პრობლემა ამოცნობის, მტკიცებულებების და საბოლოოდ, როდესაც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარად აქვს მტკიცებულებები, კონკრეტული პირების მიმართ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება

იცით, რომ ამას [დაკავებას] რაიმე კავშირი ჟურნალისტურ პროდუქტთან არ აქვს. ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდეც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა,...

შალვა პაპუაშვილი

1778177550

საზოგადოება

პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო

უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს...

შალვა პაპუაშვილი