არჩილ გეგენავა: ჩვენი მიზანი, რომ ქეშბექი არსებობდეს, არ არის. ნეტ ფასზე გადასვლა პრობლემა არაა. გვესმის, ეს პირდაპირ ფასზე არ იმოქმედებს, თუმცა ჯაჭვში შემავალ არცერთ მხარეს ექნება იმის საშუალება, რომ სპეკულაციურად ილაპარაკოს
ჩვენი პოლიტიკა არის, რომ რაც შეიძლება ეფექტურები ვიყოთ და ეფექტურობისკენ გვაქვს სწრაფვა. სოციალურ კალათაში შემავალ პროდუქტებზე თუ ვისაუბრებთ შემიძლია ვთქვა, რომ სულ შაქრის კატეგორიაში, ჩვენი ჯგუფის ფარგლებში ჯამურად, 4,6%-ია რაც გვაქვს მარჟა, - განაცხადა „დეილი ჯგუფის“ ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, არჩილ გეგენავამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
გეგენავა მზაობას გამოთქვამს და მიესალმება ყველანაირ მიდგომას, რომელიც ორ მხარეს შორის დაარეგულირებს, მოაწესრიგებს და გამჭვირვალეს გახდის პროცესს.
„შეგვიძლია ამ „ქეშბექზე“ უსასრულოდ ვისაუბროთ, უბრალოდ ნამდვილად ფასწარმოქმნის ნაწილია. ჩვენი მიზანი ის, რომ "ქეშბექი" არსებობდეს, არ არის. ნეტ ფასზე გადასვლა ჩვენთვის არათუ პრობლემაა, პირიქით, გაამარტივებს. საბოლოო ჯამში ეს არაფერში გვჭირდება. ბუნებრივია გვესმის, რომ ეს პირდაპირ ფასზე არ იმოქმედებს, თუმცა გამჭვირვალობას გაამარტივებს, თვალნათლივ იქნება ყველაფერი, რომ ჯაჭვში შემავალ არცერთ მხარეს ექნება იმის საშუალება, რომ სპეკულაციურად რაღაცაზე ილაპარაკოს.
წლების განმავლობაში, დღეის ჩათვლით, უამრავ მომწოდებელთან გვაქვს მცდელობა, რომ საერთოდ უპირობო იყოს ჩვენი კონსიგნაცია, არაფერს იბრუნებდეს. ნებისმიერ რამეს, რომელიც ორ მხარეს შორის დაარეგულირებს, მოაწესრიგებს, გამჭვირვალეს გახდის პროცესს, ჩვენ ღია ვართ“, - განაცხადა არჩილ გეგენავამ.
1773666137
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის, საერთო ჯამში ეს გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გამჭვირვალეს გახდის და დადებითად აისახება კონკურენციაზე
„როდესაც ურთიერთობებში ასიმეტრიული ურთიერთობაა და ერთ მხარეს გააჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობა, მეორე მხარეს უჩნდება დამატებითი ხარჯები“, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის...
1773666105
საზოგადოებაილია ინჯია საცალო ქსელების წარმომადგენლებს: ფაქტია, რომ სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა მოსახლეობის საკეთილდღეოდ - ამ დროის განმავლობაში, ამ სფეროს თავისუფლებამ წარმოქმნა ის პრობლემები, რაზედაც დღეს ვისაუბრეთ
ევროკავშირის რეკომენდაციები ახსენეთ, ყველა რეკომენდაცია არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე მორგებული, ეს ბევრი მიმართულებით დავინახეთ. ეს ცოტა ღრმა თემაა და ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესე...
1773665265
ახალი ამბები16 მარტს „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა დღეს, 18:00 საათზეა ჩანიშნული....
1773664900
საზოგადოებაშოთა ბერეკაშვილი საცალო ქსელების წარმომადგენლებს: არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, კონტრაქტული ურთიერთობებით ბალანსი არსებობდეს
ვერ ვხვდები ასეთი რეაქცია რატომ არის იმაზე, თუკი სტანდარტიზაცია მოხდა ხელშეკრულებების ჯაჭვში, ახსენეთ ბრენდები, რომლებსაც დიდი ძალა აქვთ, მაგრამ, არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დ...
1773663074
საზოგადოებაგვარამია ამბობს, რომ ოპოზიციის „გაერთიანება“ მათ შორის „პარტნიორების“ დაკვეთა იყო
ოპოზიციონერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ოპოზიციის „გაერთიანება“ მათ შორის „პარტნიორების“ დაკვეთა იყო. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ იყო ოპოზიციური გაერთიანება პარტნიორების დაკვეთა, გვარამია დადე...


























