შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის, საერთო ჯამში ეს გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გამჭვირვალეს გახდის და დადებითად აისახება კონკურენციაზე
„როდესაც ურთიერთობებში ასიმეტრიული ურთიერთობაა და ერთ მხარეს გააჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობა, მეორე მხარეს უჩნდება დამატებითი ხარჯები“, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.
„ეს დამატებითი ხარჯები იწვევს დამატებითი საოპერაციო ხარჯების გაჩენას, ამ შემთხვევაში თუ ის მწარმოებელია საქართველოში და ეს საბოლოო ჯამში ითარგმნება პროდუქციის თვითღირებულების ზრდაში. ერთის მხრივ, გადახდის რა პირობა იქნება, 90-დღიანი კონსიგნაცია იქნება თუ 60-დღიანი, ვითომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საერთო ჯამში, მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ქვედა რგოლებს ეზრდებათ სამუშაო კაპიტალი, მისი მოთხოვნილება ეზრდებათ და რაც უფრო დიდხანს იწევა გადახდის პირობები, მით უფრო მეტი კაპიტალი სჭირდება, ეს კაპიტალი ძვირი ღირს და საერთო ჯამში ეს აისახება პროდუქტის თვითღირებულებაზე. ჩვენი მიზანი არის, რომ სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის და არსებობდეს საშუალება, რომ ამაზე მოხდეს მონიტორინგი. საერთო ჯამში ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გასაგებს გახდის, უფრო გამჭვირვალეს გახდის და დადებითად აისახება კონკურენციაზე“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
1773668254
მსოფლიოესპანეთმა ჰორმუზის სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე უარი თქვა
ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას არანაირ სამხედრო მისიაში ჰორმუზის სრუტეში, რადგან ისრაელ-აშშ-ის ომს ირანის წინააღმდეგ უკანონოდ მიიჩნევს - განაცხადეს ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმ...
1773667965
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ეუთოს ანგარიშის ავტორი ოჯახურ ღირებულებებს ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა
ეუთოს ანგარიშის ავტორი, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის დასახელების აღნიშვნისას, ოჯახურ ღირებულებებს ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მ...
1773667902
საზოგადოებაპრემიერი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. ენჯეოები აქტიურად იყვნენ ჩართული
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქარ...
1773667849
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნა დაეფუძნა, - განაცხადა საქართველოს პრე...
1773667161
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა
„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩ...


























