ილია ინჯია საცალო ქსელების წარმომადგენლებს: ფაქტია, რომ სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა მოსახლეობის საკეთილდღეოდ - ამ დროის განმავლობაში, ამ სფეროს თავისუფლებამ წარმოქმნა ის პრობლემები, რაზედაც დღეს ვისაუბრეთ

ევროკავშირის რეკომენდაციები ახსენეთ, ყველა რეკომენდაცია არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე მორგებული, ეს ბევრი მიმართულებით დავინახეთ. ეს ცოტა ღრმა თემაა და ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფს „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ილია ინჯიამ.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს სასურსათო სფერო დაურეგულირებელი დარჩა, რამაც წარმოშვა არსებული პრობლემები და გამოწვევები. შესაბამისად, ინჯიას თქმით, სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები იქნება.

„ფაქტია, რომ ეს სფერო სახელმწიფოს დარჩა დაურეგულირებელი. ამან მიგვიყვანა ყველა იმ პრობლემამდე და გამოწვევამდე, რომელიც კომისიის მუშაობის პერიოდში ჩვენ მოვისმინეთ. დღეს კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ყველა იმ მიმართულებას, ეს იქნება ლოგისტიკური მიმართულება, მონოპოლიური და ექსკლუზიური ხელშეკრულებები ამა თუ იმ მწარმოებლის, ქსელის ხელშეკრულების პირობები, რომლებიც არეგულირებს მწარმოებელთანაც და დისტრიბუტორთანაც ურთიერთობებს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს მოუწევს ამაში ჩარევა და ვფიქრობ, თქვენი ყველა კომენტარი ამას კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ მივედით იმ რეალობამდე, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებებს გამოიწვევს და შეიძლება ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ იყოს, მაგრამ, ჩვენი ამოცანაა, ეს მისაღები იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის - ხალხისთვის, ვისთვისაც ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ. ამ დროის განმავლობაში, ამ სფეროს თავისუფლებამ წარმოქმნა ის პრობლემები, რაზედაც დღეს ვისაუბრეთ“, - განაცხადა ილია ინჯიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც გაუჩნდეს საშუალება, ქსელში განთავსებული თავიანთი პროდუქტი აკონტროლონ.

„ბაზრის მნიშვნელოვანი წილი თქვენ გიკავიათ და აღმოჩნდა, რაღაც მიმართულებები, სადაც, ძალაუფლების კუთხით, ზოგი მწარმოებელი, ზოგი დისტრიბუტორი, ზოგი ქსელის პატრონი, იყენებს თავის კოზირებს, რომ შედეგი მეტი ჰქონდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც, არ აქვს საშუალება, ჩაიხედოს ქსელში, მისი პროდუქტის გაყიდვის სიჩქარის, ნაშთი რამდენი რჩება და ა.შ. არ მგონია, პრობლემური იყოს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის მოფიქრება, რომ მათაც ჰქონდეთ თავიანთი პროდუქციის კონტროლის მექანიზმები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას და ერთ რამეზე მინდა შევთანხმდეთ ყველა ერთად, რომ ეს ის სფეროა, რომელშიც სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და მოუწევს, ეს ჩარევა იყოს ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ინჯიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773668254

მსოფლიო

ესპანეთმა ჰორმუზის სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე უარი თქვა

ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას არანაირ სამხედრო მისიაში ჰორმუზის სრუტეში, რადგან ისრაელ-აშშ-ის ომს ირანის წინააღმდეგ უკანონოდ მიიჩნევს - განაცხადეს ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმ...

 მარგარიტა რობლეს

1773667965

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ეუთოს ანგარიშის ავტორი ოჯახურ ღირებულებებს ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა

ეუთოს ანგარიშის ავტორი, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის დასახელების აღნიშვნისას, ოჯახურ ღირებულებებს ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მ...

ირაკლი კობახიძე

1773667902

საზოგადოება

პრემიერი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. ენჯეოები აქტიურად იყვნენ ჩართული

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქარ...

ირაკლი კობახიძე

1773667849

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნა დაეფუძნა, - განაცხადა საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე:

1773667161

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა

„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩ...

ირაკლი კობახიძე