არჩილ გორდულაძე: გიორგი ბარამიძემ რაც თქვა, პირდაპირ ქვეყნის ინტერესების ღალატია

„გიორგი ბარამიძემ რაც თქვა, პირდაპირ ქვეყნის ინტერესების ღალატია. იმის თქმა, რაც ბუნებაში არ ყოფილა, ემსახურება სხვა ქვეყნისა და ძალების ინტერესებს“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია, ბარამიძეს ქვეყნის ინტერესების დაზიანების სურვილი ამოძრავებდეს.

„ბარამიძის მხრიდან თავის ვაიმართლება ვნახეთ. ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რა სიგრძე ენა აქვს გიორგი ბარამიძეს, მაგრამ ჭკუა რომ მოკლე აქვს, ამაში საზოგადოება დარწმუნდა. ეს ადამიანი ამ ყველაფერს თავისი ისტორიით და ქმედებებით ამტკიცებს. ეს ყველაფერი საეჭვოდ აგვისტოში ხდება. შესაძლებელია, ამის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაზიანების სურვილია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი დაუჭირა, სადაც მე-11 მუხლში მითითებულია, რომ თურმე ქართველმა ჯარისკაცებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს. ამ ყველაფერს ამ ადამიანებმა მხარი დაუჭირეს. რომ არა „ქართული ოცნება“ და იუსტიციის სამინისტრო, საერთაშორისო სასამართლოებში ვერ მოხდებოდა იმის დადასტურება, რომ საქართველოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია უფლებების დარღვევას. ამ მოღალატეებმა მხარი ამ ჩანაწერებს დაუჭირეს. ახლაც იმავეს აგრძელებენ. ამის ერთ-ერთი წარმომადგენელია ბარამიძე, რომელსაც გვარამია ენაგრძელს უწოდებს. რა უნდა გვიკვირდეს იმ ბარამიძისგან, რომელიც იმ სისტემის ნაწილი იყო, რომელიც ქვეყანაში მოქმედებდა?“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786109955

საზოგადოება

გურამ ნიკოლაშვილი: ისტორიას ვერ გადაწერთ. რაც არ უნდა იხმაუროს დამარცხებულმა პარტიამ, მისი დანაშაულები ვერ გადაიფარება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი გურამ ნიკოლაშვილი 2008 წლის ომის წლისთავს და ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან მორიგი ყიჟინაა ა...

გურამ ნიკოლაშვილი

1786108535

ახალი ამბები

დედა, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა დაღუპული იპოვეს

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქა­რი­ა­ტა­ში, მდი­ნა­რე ხო­ბის­წყალ­ში, მაშ­ვე­ლებ­მა ორ­დღი­ა­ნი უწყვე­ტი სამ­ძებ­რო-სამაშველო სამუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, 32 წლის ქა­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს.  6 აგ­ვი...

ლენტი ლენტი

1786108190

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6210 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6223 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის სიმბოლო 12 წლისაა!

1786105155

ახალი ამბები

კახა ლაბუჩიძე: ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩაზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ისაუბრა. როგორ კახა ლაბუჩიძ...

კახა ლაბუჩიძე

1786103627

ახალი ამბები

ბექა მიქაუტაძე: საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს

ხელისუფლებამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტის საქართველოში შემოტანისა და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის თაო...

ბექა მიქაუტაძე