კახა ლაბუჩიძე: ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩაზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ისაუბრა.
როგორ კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, მეტრომშენის დასახლებაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. მისივე თქმით, ეს პროექტი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩაზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც მეტრომშენის დასახლების მთისძირის მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე გავაჟღერეთ. ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარისხისა და პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ისნის რაიონის მაჟორიტარმა საკრებულოს წევრებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია GWP-ს მიერ ფუნდამენტურად განახლდება წყალმომარაგების 1580-მეტრიანი და წყალარინების
1270-მეტრიანი ქსელები. ისნის რაიონის გამგეობა განახორციელებს მთისძირის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. კერძოდ, ქუჩის მთელ სიგრძეზე, რომელიც 900 მეტრია, ელექტროენერგიისა და კავშირგაბმულობის საჰაერო სადენები მიწისქვეშა სპეციალურ კაბელარხებში განთავსდება, რაც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებას, ისე ურბანული იერსახის მოწესრიგებას. მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა: სამანქანო გზის სავალ ნაწილზე დაიგება მაღალი ხარისხის ორფენიანი ასფალტის საფარი, სრულად მოეწყობა და განახლდება საფეხმავლო ბილიკები.
1786097792
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება საქართველოს ქალაქებში 7 აგვისტოს
7 აგვისტოს საქართველოში უმეტეს რეგიონში ზაფხულისთვის დამახასიათებელი ცხელი ამინდია მოსალოდნელი. დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +33…+37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო მთიან და მაღალმთიან ზონებში შედარ...
1786097214
ახალი ამბებიკახა კალაძე ოპოზიციაზე: ეს აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, გარე ძალების დავალებებს ასრულებს და იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა დასვას
„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯბოქსი“, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიის შეკითხვას, ოპოზიციაში ანტირუსული რიტორიკის ცვლილებასთან და...
1786097155
ახალი ამბებიკახა კალაძე საბოტაჟის საქმეზე: ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის მიზანი ქვეყნის ეკონომიკისა და ქართველი ხალხის დაზიანებაა
„საბოტაჟის მცდელობა ემსახურება რუსულენოვანი ხალხის დარწმუნებას, თითქოს საქართველოში ჩამოსვლა სახიფათოა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვ...
1786095778
ახალი ამბებიკახა კალაძე: იუმორი მისაღებია, მაგრამ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი წარსულის, კულტურის, წარმატებული ადამიანებისთვის, მიუღებელია
„არ მესმის, რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა იმას, რითაც ვამაყობთ და დღემდე მოგვიყვანა მაშინ, როცა ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება იუმორისტული შოუების გაკეთება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალა...
1786094587
ახალი ამბებიკახა კალაძე „ინტერ რაოს“ დასანქცირებაზე: ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...































