გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს
ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრი, გიორგი სიხარულიძე აცხადებს, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს. საინიციატივო ჯგუფის წევრი აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძესთან შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ერთია ინიციატივა და მეორეა საკანონმდებლო დონეზე როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე გაკეთდება, რომ კითხვებიც კი არ დაისმევა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიტყვის თავისუფლება არ დაიკარგოს ამ ქვეყანაში არასოდეს. მაგრამ ის, რაც შენთვის ფასეულია, რაც ღირებულია, რაზეც დგას ეს ქვეყანა, იმას რაღაცა დაცვა სჭირდება. ოქროს შუალედია საკანონმდებლო დონეზე მოსაძებნი", - აცხადებს გიორგი სიხარულიძე.
ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრები იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. კონსულტაციები თემაზე გაგრძელდება. საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათი ინტერესია მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეკლესიას, ისტორიულ გმირებს და ეროვნულ ფასეულობებს კანონით დაიცავს და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.
1786103627
ახალი ამბებიბექა მიქაუტაძე: საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს
ხელისუფლებამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტის საქართველოში შემოტანისა და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის თაო...
1786103088
ახალი ამბებიზურაბ აბაშიძე: რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია არის ისტორიული მნი...
1786099739
ახალი ამბებილაშა ფარულავა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთთან მიმართებით რიტორიკაზე: არა მხოლოდ მკაცრი, საქართველო იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა ასპარეზზე
ჟურნალისტის კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ, რატომ არ იყო მკაცრი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ მაშინ საქართველო ქვეყნის ღირსებას იცავდა. „...
1786098212
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა – სააკაშვილს ბარამიძის მსგავსი ლაჩრები ჰყავდა და ამ ლაჩრებით ქართველი ხალხის დაჩაგვრა უნდოდა
„ბარამიძე არის შტერი, ამ ადამიანის განცხადებაზე სერიოზულად როგორ უნდა ვისაუბროთ, გონებაშეზღუდულია. სიგიჟე თქვა, იმის ნაცვლად, ამ სისულელის გამო ბოდიში მოეხადა, უფრო უარესი თქვა, ტყვეებს არა მხოლოდ ჯარ...
1786097792
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება საქართველოს ქალაქებში 7 აგვისტოს
7 აგვისტოს საქართველოში უმეტეს რეგიონში ზაფხულისთვის დამახასიათებელი ცხელი ამინდია მოსალოდნელი. დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +33…+37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო მთიან და მაღალმთიან ზონებში შედარ...






























