ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მაგისტრალურ სარწყავ არხზე, ერთ-ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 1935 მეტრი სიგრძის მონოლითური რკინა-ბეტონის არხი, რაც წყლის დანაკარგს შეამცირებს.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, პროექტის ღირებულებამ 1 556 600 ლარი შეადგინა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგულების მორწყვა გაუმჯობესდება. ფერმერებს სტაბილურად და დროულად მიეწოდებათ სარწყავი წყალი, რაც დადებითად აისახება სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე.
კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.
1768469845
ახალი ამბებიმსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება
მსოფლიო ბანკმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა – „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 5.5 პროცენტით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი 2025 წლის ივნისი...
1768468478
ახალი ამბებიინდოეთი ირანში მყოფ თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ ირანი, სადაც უფლებადამცველი ჯგუფების თქმით, მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა და დააკავეს...
1768467311
მსოფლიოდიდმა ბრიტანეთმა ირანში საელჩოს მუშაობა შეაჩერა
დიდმა ბრიტანეთმა თეირანიდან თავისი ელჩისა და საელჩოს ყველა თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელა, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო სამხედრო მოქმედებების ფონზე. ამის შესახებ Politico დიდი ბრიტანეთის მთავ...
1768466509
ახალი ამბებისუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. სუს-ის განცხადებით, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინი...
1768465533
ახალი ამბები2025 წელი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში სამ ყველაზე ცხელ წელს შორის იყო
კლიმატის ცვლილების მონიტორინგის ევროპული სამსახურის, (C3S) ცნობით, 2025 წელი სამ ყველაზე ცხელ წელს შორის იყო ამინდზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. „2025...































