არჩილ გორდულაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს

„ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს და ვინ უფრო უკეთ შეეცდება მიღებული დავალების შესრულებას“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

დეპუტატი ოპოზიციაში დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„რეალურად, ძველი ნაცები გაერთიანდნენ ერთ ქუდ ქვეშ, რომლის სახელწოდება სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ერთობაა. ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს და ვინ უფრო უკეთ შეეცდება მიღებული დავალების შესრულებას. მათი გაერთიანება დავალების შესაბამისად არის სახელმწიფოებრიობის მტრობა, ერთი შოუ, ტაკიმასხარობა, რომელსაც მათ შორის თავიანთ ტელევიზიებში რამდენიმე სიუჟეტის გასაკეთებლად თუ გამოიყენებენ. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ძველი სახეებით და მერე მიტმასნილი სხვა პირებით არის გაერთიანებული, კვლავ აგრძელებს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე გახდა მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი. სააკაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს და ტაქტიკას უწუნებს. ოპოზიციური პარტიები კი სააკაშვილს შეთანხმების პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებენ. ერთობლივ განცხადებას ხელს არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776766457

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა ყველაზე დიდი საფრთხეა - დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება

ყველაზე დიდი შეცდომა დღეს არის ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან მხოლოდ ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა — არის ყველაზე დიდი საფრთხე. მთავარი ფაქტი (რაც აუცილებლად...

ექიმი

1776764966

საზოგადოება

სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას

სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას, -...

მიხეილ სარჯველაძე

1776764112

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ მთავარი ბრენდია, თუ გაემიჯნებიან, „მიშისტების“ ხმას დაკარგავენ, არ გაემიჯნებიან და სააკაშვილის, როგორც უპირობო ლიდერის, აღიარება მოუწევთ, ეს კი ეხამუშებათ

სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს რაიმე პერსპექტივა არც ახლა აქვს და არც მომავალში ექნება. დასავლეთში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ეს ძალა საქართველოში პროვოკაციული ქმედებებისთვის შეიძლება იყოს გამოყენე...

პოლიტიკოსი

1776762762

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარულ...

 მიხეილ სარჯველაძე

1776761167

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის მედიკამენტებზე გადაწყვეტილებას, ამიტომ ვერცერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ

ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებს და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ თითოეული პაციენტისთვის ყოველწლიურად 700 ათასდოლა...

მიხეილ სარჯველაძე