თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება
„ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.
მისი თქმით, ამ ადამიანებს ერთმანეთის შეუთავსებლობა აქვთ.
„ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება. ორი და სამი ისეთი ნივთიერებაა, რომელიც ერთმანეთს არ შეერევა ქიმიის კანონის და ბუნების კანონიდან გამომდინარე. ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ორგანიზაციაში იყვნენ თავიდან და ერთად მიიყვანეს საქართველო კატასტროფამდე პიროვნულად შეუთავსებელი ხალხია. მაშინ ერთი დიქტატორი ეჯდათ თავზე და იმ დიქტატორს შეეძლო რაღაცნაირად ესენი ერეგულირებინა. ახლა, როდესაც თვითონ დამოუკიდებლად მივიდნენ ერთმანეთთან, ვერ მივიდოდნენ იმიტომ, რომ მართლა ეზიზღებათ ერთმანეთი. შეუთავსებელი ხალხია. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება, ასეთი ხალხია. ამიტომ იმთავითვე ვამბობდით, რომ ეს გაერთიანება, ეს ორგანიზაცია არის მკვდრადშობილი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვითონვე დაამტკიცებენ. ჩვენი დახმარება არ დასჭირდებათ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე გახდა მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი. სააკაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს და ტაქტიკას უწუნებს. ოპოზიციური პარტიები კი სააკაშვილს შეთანხმების პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებენ. ერთობლივ განცხადებას ხელს არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა“.
1776766457
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა ყველაზე დიდი საფრთხეა - დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება
ყველაზე დიდი შეცდომა დღეს არის ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან მხოლოდ ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა — არის ყველაზე დიდი საფრთხე. მთავარი ფაქტი (რაც აუცილებლად...
1776764966
საზოგადოებასარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას
სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას, -...
1776764112
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ მთავარი ბრენდია, თუ გაემიჯნებიან, „მიშისტების“ ხმას დაკარგავენ, არ გაემიჯნებიან და სააკაშვილის, როგორც უპირობო ლიდერის, აღიარება მოუწევთ, ეს კი ეხამუშებათ
სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს რაიმე პერსპექტივა არც ახლა აქვს და არც მომავალში ექნება. დასავლეთში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ეს ძალა საქართველოში პროვოკაციული ქმედებებისთვის შეიძლება იყოს გამოყენე...
1776762762
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება
საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარულ...
1776761167
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის მედიკამენტებზე გადაწყვეტილებას, ამიტომ ვერცერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ
ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებს და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ თითოეული პაციენტისთვის ყოველწლიურად 700 ათასდოლა...



























