არჩილ გორდულაძე: პირები, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ, მიეცემიან შესაბამის პასუხისგებაში. ეს განასხვავებს „ქართულ ოცნებას“ იმ სისტემური და სისტემატური წამების მანქანის შემქმნელი რეჟიმისგან, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“
კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დგება და ზუსტად იგივე მოხდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ პროპაგანდისტულმა „ტვ პირველმა“ ეს ფაქტი საზოგადოებას დაუმალა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მოძალადე პოლიციელების შესახებ მანიპულაციური ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, შსს-ს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.
„ვხედავთ, რომ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს შსს-ს მიმართ ხალხის ნდობის შესამცირებლად, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აღარ გააგრძელონ ქვეყნის სუვერენიტეტისთვისა და ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ზრუნვა. ის პირები, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ, რა თქმა უნდა მიეცემიან შესაბამის პასუხისგებაში. ზუსტად ეს განასხვავებს „ქართულ ოცნებას“ იმ სისტემური და სისტემატური წამების მანქანის შემქმნელი რეჟიმისგან, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა განშტოების სახით და მათი მართული ტელევიზიები“, - განაცხადა გორდულაძემ.
ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.
როგორც ცნობილია, პოლიციელების მიერ მოქალაქეებს ცემის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემის ანონსს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს და სამივე პოლიციელი დაკავებულია.
ანონსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც.
1781419360
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პ...
1781418002
მსოფლიოვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად აირჩიეს
ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს. Reuters-ის ინფორმაციით, ორბანი პარტიის ლიდერად კიდევ ერთი წლით აირჩიეს. „მე არ ვნებდები, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდ...
1781416625
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ივნისს საქართველოში
14 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელ...
1781381987
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ლეგიტიმურია კითხვაა, როგორ მოახერხა პაატა მანჯგალაძის თანაპარტიელმა, ბატონმა პაატამაც 2024 წელს, რომ ერთი მილიონი გადაიხადა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუკ რეკლამებში
„ლეგიტიმურია კითხვა, როგორ მოახერხა პაატა მანჯგალაძის თანაპარტიელმა, ბატონმა პაატამაც 2024 წელს, რომ ერთი მილიონი გადაიხადა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუკ რეკლამებში“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებ...
1781381224
ახალი ამბებიბათუმში Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა
ბათუმში ახალი სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ღონისძიებას რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკ...




























