რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგები გაიმართა
რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა. იტალიის დედაქალაქის ქუჩებში მიგრაციული პოლიტიკის მოწინააღმდეგე და მომხრე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა.
აქციების მიზეზი გახდა „რეემიგრაციის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელმაც 50 ათასი ხელმოწერა შეაგროვა და პარლამენტში იყო წარდგენილი. საუბარია სამოქალაქო ინიციატივაზე Remigration and Reconquest, რომელიც არალეგალი მიგრანტების დეპორტაციასა და ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას ითვალისწინებს. ტერმინს „რეემიგრაცია“ (ქვეყნიდან მიგრანტების გაძევება) ბოლო წლებში ევროპაში ულტრამემარჯვენეები აქტიურად იყენებენ.
მემარჯვენეთა მარშმა რამდენიმე ათასი მონაწილე შეკრიბა. დემონსტრანტები მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებასა და უცხოელების დეპორტაციას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი მუსოლინის ეპოქის ლოზუნგებსაც კი სკანდირებდა.
ამის საპასუხოდ, მიგრანტების მხარდასაჭერად რომის სხვა რაიონში მემარცხენეებისა და პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ განაცხადეს.
შეტაკებების თავიდან ასაცილებლად ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული. პროტესტმა ძალადობის გარეშე ჩაიარა. მიგრაციის შესახებ დისკუსია ჯორჯია მელონის მთავრობის პოლიტიკაში კვლავ ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.
1781424631
მსოფლიოალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
ალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგეებმა ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ძვირად ღირებული სამშენებლო ობიექტის გარშემო ლითონის ბარიერები და მავთულხლართები გაარღვიეს. აქტივისტებმა მშენებლობის...
1781422949
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: პოლიციელები იყვნენ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც არ დაუშვა ამ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობა. ახლა ცდილობენ, საზოგადოებას გაუჩინონ იმის ილუზია, თითქოსდა პოლიციაში ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს
თორნიკე ჭეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს გამოეხმაურა, რომელიც 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტს ეხებოდა. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოა...
1781421866
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: პირები, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ, მიეცემიან შესაბამის პასუხისგებაში. ეს განასხვავებს „ქართულ ოცნებას“ იმ სისტემური და სისტემატური წამების მანქანის შემქმნელი რეჟიმისგან, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“
კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დგება და ზუსტად იგივე მოხდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ პროპაგანდისტულმა „ტვ პირველმა“ ეს ფაქტი საზოგადოებას დაუმალა, - განაცხადა პარლა...
1781420214
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძე...
1781419360
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პ...


























