თორნიკე ჭეიშვილი: პოლიციელები იყვნენ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც არ დაუშვა ამ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობა. ახლა ცდილობენ, საზოგადოებას გაუჩინონ იმის ილუზია, თითქოსდა პოლიციაში ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს
თორნიკე ჭეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს გამოეხმაურა, რომელიც 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტს ეხებოდა. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეს საპოლიციო სისტემის დისკრედიტაციის ფაქტად შეაფასა, რადგან ანონსში არ იყო განმარტებული, რომ საქმე უკვე გახსნილი იყო, მოძალადეები კი დაკავებულები.
„ეს პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, ვინაიდან ძალიან კარგად მოეხსენებათ რადიკალებს, რომ სწორედ ჩვენი საამაყო პოლიციელები, სამართალდამცველები იყვნენ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც არ დაუშვა ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით, ძალადობრივი სცენარით პროცესების განვითარება, რევოლუციების მოწყობა. ახლა ცდილობენ, რომ ცალკეული ფაქტები გამოამზეურონ, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე და საზოგადოებას გაუჩინონ იმის ილუზია, თითქოსდა პოლიციაში ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ 12 ივნისს, ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.
როგორც ცნობილია, პოლიციელების მიერ მოქალაქეებს ცემის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემის ანონსს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს და სამივე პოლიციელი დაკავებულია.
ანონსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც.
1781419360
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პ...
1781418002
მსოფლიოვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად აირჩიეს
ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს. Reuters-ის ინფორმაციით, ორბანი პარტიის ლიდერად კიდევ ერთი წლით აირჩიეს. „მე არ ვნებდები, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდ...
1781416625
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ივნისს საქართველოში
14 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელ...
1781381987
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ლეგიტიმურია კითხვაა, როგორ მოახერხა პაატა მანჯგალაძის თანაპარტიელმა, ბატონმა პაატამაც 2024 წელს, რომ ერთი მილიონი გადაიხადა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუკ რეკლამებში
„ლეგიტიმურია კითხვა, როგორ მოახერხა პაატა მანჯგალაძის თანაპარტიელმა, ბატონმა პაატამაც 2024 წელს, რომ ერთი მილიონი გადაიხადა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუკ რეკლამებში“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებ...
1781381224
ახალი ამბებიბათუმში Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა
ბათუმში ახალი სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ღონისძიებას რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკ...




























