არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს

არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე „საგარეჯოს ჰოსპიტალიდან“ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით მიმდინარეობს. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაკავებულია ალეკო ახვლედიანი.
ადგილზე ვითარებას გაეცნო შინაგან საქმეთა მინისტრი. საავადმყოფოში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრიც.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია წერილის შესახებ.
„პრაიმტაიმი“ წერს, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა. რიჟვაძე აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის წერს, რომ მას კორუფციას და „ბარიგების“ მფარველობას აბრალებდნენ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა „მისი დავალებით მოქმედებდა“. მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლის იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა.
1751880962
საზოგადოებალევან მახაშვილი იტალიის ელჩს შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. „იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოსთან მეგობრულ და საქმიან გარემოში განვიხილე იტალ...
1751879474
ახალი ამბებიპარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ იტალიის ელჩთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი იტალიის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. მხარეებმა იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებ...
1751879325
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ალბათ ჰგონიათ, რომ არჩევნები არ უნდა იყოს და წალენჯიხის მერიის დღევანდელი შემადგენლობა არჩევნების გარეშე უნდა იყოს და იყოს უსასრულოდ. თავში რა უტრიალებდათ, ვერ ვხვდები საკუთარი თავის მხილების განცხადება რომ დადეს
ალბათ ჰგონიათ, რომ არჩევნები არ უნდა იყოს და წალენჯიხის მერიის დღევანდელი შემადგენლობა არჩევნების გარეშე უნდა იყოს და იყოს უსასრულოდ. თავში რა უტრიალებდათ, ვერ ვხვდები საკუთარი თავის მხილების განცხადე...
1751877862
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს და რეალურად იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი
შალვა პაპუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძ...
1751877817
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე: განაცხადოს მისმა პარტიამ უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ არა, არაფერ კავშირში ეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან არ არის
უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეს შეთავაზება რა თქმა უნდა მოქმედებს. უკრაინას ისიც ეყოფა, როგორც მისი პოლიტიკური ელიტა მტრობს ქართველ ხალხს. ის, რომ მისი მოქალაქე აქ, არჩევნებში ჩართული იყოს, რა თქმა უნ...