აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქიის ეპისკოპოსს საბა ინწკირველთან, ვაშინგტონის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვართან, დეკანოზ პავლე ზაქარიასთან და ფილადელფიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისა და დიასპორის წარმომადგენლებთან.
„შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცებისა და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს. ამავდროულად აღინიშნა გარემოება, რომ 2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი შესრულდება.
ამავე კონტექსტში, ვაშინგტონში ქართული ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ინიციატივის მხარდასაჭერად, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, განხორციელდა საელჩოს კონტრიბუცია. ელჩმა ეპარქიის მღვდელმსახურებსა და ცენტრის წარმომადგენლებს ასევე სიმბოლური საჩუქრები გადასცა“, – ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
1764092788
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი რუტეს განცხადებაზე: ქაღალდზე დაწერილი კი არ გავუგზავნეთ, რომ ნატოს წევრობა გვინდა, სისხლით გვაქვს ეს დაწერილი და ამას ყურადღება არ მიაქციო, არის ძალიან არასამართლიანი საქციელი
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან საქართველოსთან დაკავშირებით...
1764090704
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი კაია კალასთან შეხვედრაზე მარკო რუბიოს უარის შესახებ: ასე ხდება, როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გამოცემა „პოლიტიკო“-ს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარს აცხადებს ევროკავშირის საგ...
1764088013
მსოფლიოფრიდრიხ მერცი: ევროპამ უნდა მისცეს თანხმობა უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმებას
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა მისცეს თანხმობა უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმებას. „ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას: ჩვენ ვესწრაფვით ცეცხლის შეწყვეტას რაც შე...
1764085911
მსოფლიოკირ სტარმერის სპიკერი: ბრიტანეთი კვლავ მზად არის, უკრაინაში თავისი ძალები გაგზავნოს, თუკი საომარი მოქმედებები შეწყდება
დიდი ბრიტანეთი კვლავ მზად არის, უკრაინაში თავისი ძალები გაგზავნოს, თუკი საომარი მოქმედებები შეწყდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. კითხვაზე, მზად არის...
1764084612
საზოგადოებამარიამ ლაშხი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, ვალიდ აბუ...



























