"ათონის მთაზე მოღვაწე ბერები აცრილები არიან" - მეუფე მელქისედეკის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით თავადაც აიცრა
ჩვენ დაუნდობელ ომში ვართ, რომლის დროსაც ვერაგი მტერი საშუალოდ 50 ქართველს გვიკლავს ყოველდღიურად, - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი, მეუფე მელქისედეკი სოციალურ ქსელში წერს.
მეუფე მელქისედეკის განცხადებით, იგი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
"დიდი ხანია ვაქცინაციის შესახებ ჩემი აზრის თქვენთვის გაზიარება მსურდა, მაგრამ თავს უფლება ვერ მივეცი ეს მანამ გამეკეთებინა, სანამ თავად არ ავიცრებოდი. პირდაპირ უნდა ვთქვათ - ჩვენ დაუნდობელ ომში ვართ, რომლის დროსაც ვერაგი მტერი საშუალოდ 50 ქართველს გვიკლავს ყოველდღიურად - ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს. თავად მეც მქონდა ეს დაავადება და მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ურთულესი დღეები, რომლის გადატანაც მომიწია. სამწუხაროდ, ყველა ჩემსავით ვერ გადარჩა, მათ შორის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ჩემი უახლოესი მეგობარი, ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი.
როდესაც წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, გარკვევით ვთქვით, რომ დაუშვებელია დაძალება მოხდეს რომელიმე მხარეზე და ეს ასეცაა. ჩვენი ვალდებულება ის კი არაა, რომ ვინმეს რაიმე დავაძალოთ, არამედ ის, რომ ძმური სიყვარულით, სამეცნიერო არგუმენტებითა და ავტორიტეტული წყაროების მოშველიებით, მარტივ ენაზე ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს იმ სიტუაციის ავკარგიანობის შესახებ, რომელშიც ვიმყოფებით. ამისთვის კი, უპირველესად, იმისი გააზრება გვჭირდება, რომ თავისუფლება რაღაც აბსტრაქტული წარმონაქმნი კი არაა, რომელიც სხვადასხვა ბრუნვაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სხვა ადამიანთა-ღვთის ხატთა და მსგავსთა წინაშე გვაკისრია.
სულ ახლახან ათონის მთაზე გახლდით, მოვილოცე იქაური მონასტრები, ვესაუბრე მათ წინამძღვრებსა და იქ მოღვაწე ბერებს, რომლებმაც დაადასტურეს სამედიცინო მიღწევებისადმი პატივისცემა და მითხრეს, რომ თავადაც აცრილები იყვნენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან საყურადღებო ინფორმაციაა.
ყურადღებით ვაკვირდებოდი ე.წ. ანტივაქსერთა კომენტარებს და გარდა მითებისა (რომ თითქოს ჩვენი დაჩიპვა უნდათ, ბლუთუზს დავიჭერთ და ა.შ.) ისინი იმ ხაზს მიჰყვებიან, რომ თუ აცრილიც ავადდება კოვიდით, რაღა საჭიროა მისი გაკეთება და რომ ისრაელში კია ბევრი აცრილი, მაგრამ მაინც მაღალი ციფრი ფიქსირდება ინფიცირების.
დაკვირვებით გავეცანი ქართულ თუ უცხოურ სტატისტიკურ მონაცემებს, ვესაუბრე ამ სფეროს სპეციალისტებს (რომლებიც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობენ) და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მეც შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, ვაქცინაციის შემდეგაც კი შეიძლება კოვიდით დავავადდეთ, მაგრამ ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება. იმავე ისრაელშიც კი დაფიქსირდა ინფიცირების მატება, თუმცა არა გარდაცვალების და ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ესაა დავიცვათ ადამიანისადმი ღვთივბოძებული სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მას. ეს კი უპირველესად პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება- ვაქცინაცია, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენა. სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს და მადლობა უფალს, რომ ეს საშუალებები მაინც არსებობს საბრძოლველად.
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, გთხოვთ მოუხმეთ გონებას, ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს, გადაამოწმეთ ყოველი ცნობა, რომელსაც ამ დაავადების შესახებ მიიღებთ, დაიცავით თქვენი თავები და თქვენ გარშემო მყოფნი.
ბევრი განსაცდელი გადაგვიტანია და უფლის მადლით ამასაც გადავიტანთ, მთავარია არ დავკარგოთ ღვთის იმედი და გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია", - წერს მეუფე მელქისედეკი.
1762319591
საზოგადოებალევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: გაფართოების პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან მიდგომას. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ამის ნაცვლად ვხედავთ ასეთ უსამართლობას
ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშს გაფართოების შესახებ უსამართლოს უწოდებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დოკუმენტი 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობით უნდა დაწყებულიყო. „გაფ...
1762318553
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
5 ნოემბერს, ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +21 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22...
1762318215
საზოგადოებაირაკლი კობახიძე დღეს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვა
პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. დღეს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება, სადაც სიტყვით ირაკლი კობახიძე გამოვა. გამოფენაზე,...
1762286571
ახალი ამბებიევროპარლამენტარი, AFD-ის წევრი ირმჰილდ ბოსფორდი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და მათგან სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას მოითხოვს
ევროპარლამენტარი, პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) წევრი ირმჰილდ ბოსფორდი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და მათგან სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებე...
1762286406
საზოგადოებასაგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ საუდის არაბეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით რიადში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმარ...


























