აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია გაფორმდა

აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიას მოეწერა ხელი.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვართ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ილჰამ ალიევის თქმით, ჯეი დი ვენსის ბაქოში ოფიციალური ვიზიტი დიდი პატივია. მისივე განცხადებით, დღეს შეხვედრაზე ორმხრივი დღის წესრიგის მრავალი საკითხი განიხილეს.

„დიდი მადლობა ტრამპის ადმინისტრაციას აზერბაიჯანისადმი ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებისთვის“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონია ასახავს ექვსი თვის განმავლობაში ორი ქვეყნის გუნდების ნაყოფიერ მუშაობას.

„ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე მშვიდობიან გარემოში ვცხოვრობთ. ვსწავლობთ მშვიდობაში ცხოვრებას და ძალიან მადლიერი ვართ შეერთებული შტატების მთავრობის ამ დიდი წვლილისთვის“, – აღნიშნა ალიევმა.

ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა არა მხოლოდ მოხსნა ყველა შეზღუდვა სომხეთისკენ ტვირთების ტრანზიტზე, არამედ დაიწყო ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთში, რითიც, ფაქტობრივად, წამოიწყო ვაჭრობა და თანამშრომლობა.

ამასთან, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განმარტა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი რეგიონში ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის განხორციელებაა.

„ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი არა მხოლოდ დააკავშირებს აზერბაიჯანის ორ ნაწილს, არამედ იქნება ძალიან საიმედო, უსაფრთხო და მასშტაბური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც დააკავშირებს აზიას ევროპასთან აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის გავლით“, – განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევის თქმით, შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები „აბსოლუტურად ახალ ფაზაში შედის“.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განმარტა, დღეს ხელმოწერილ ქარტიაში მოცემულია თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება.

ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნები განაგრძობენ მჭიდრო მუშაობას უსაფრთხოებასთან და ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.

ამასთან, შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი იწყებენ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, რაც, ალიევის განცხადებით, „ძალიან პერსპექტიულია“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770742808

საზოგადოება

ალექსანდრე დარახველიძე: შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა ქვეყნიდან - 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით უკვე 300-მდე პირია გაძევებული

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური საემიგრაციო ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა ქვეყნიდან“, - გ...

ალექსანდრე დარახველიძე

1770741350

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, იყვნენ აქტორები, რომლებისთვისაც საქართველოს სუვერენული უფლებები პრობლემას წარმოადგენდა

საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენს უსაფრთხოებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მინისტრის თქმით, ის, რა...

მაკა ბოჭორიშვილი

1770739838

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება როგორც პრიორიტეტული ქვეყანა და ჩვენთან ურთიერთობებში გვექნება გარკვეული სიცხადე

ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე გვესაუბრა აშშ-ის უმაღლეს წარმომადგენლებთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მარკო რუბიოსთან...

მაკა ბოჭორიშვილი

1770738520

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ბუდაპეშტის ფორუმი კარგი შესაძლებლობა იყო საქართველოს გამოწვევებზე სასაუბროდ, იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც დღეს აქტუალურია ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის უნგრეთისთვის

ბუდაპეშტის ფორუმი კარგი შესაძლებლობა იყო საქართველოს გამოწვევებზე სასაუბროდ, იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც დღეს აქტუალურია ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის უნგრეთისთვის, - განაცხადა საქარ...

მაკა ბოჭორიშვილი

1770737365

საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა: მინდა, გულწრფელი, გულმხურვალე მადლობა ვუთხრა პროკურატურას - მათ მართლა შეუძლებელი შეძლეს და ბევრი რამ გამოავლინეს

გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის. მან მედიასთან საუბარში მადლობა გადაუხადა გენერალურ პროკურორს, თბილისის მთავარ პროკურორს, საქმის პროკურორებს. ეკა კუპატაძის თქმით, მათ შეუძ...

გიგა ავალიანის დედა