"აუცილებელია, ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, მათ ამის შესახებ მედიიდან არ შეიტყონ" - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალი, ლიზა ქისტაური მოკლეს.

თუმცა, ოჯახის წევრები და ახლობლები ინფორმაციას არ ადასტურებენ.

"მე ვერ ვამბობ, რომ ჩემი შვილი მკვდარია, თქვენ როგორ შეგიძლიათ?", — ამბობს ტრანსგენდერი ქალის დედა, იზა არღვლიანი რადიო თავისუფლებასთან და გავრცელებული ცნობების გამო მედიასაშუალებებს აკრიტიკებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

"2022 წლის 5 იანვარს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია ბელგიაში მცხოვრები ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ.

ამ დრომდე [23:50, 05.01.2023] ლიზა ქისტაურის გარდაცვალება არ დაუდასტურებიათ არც მისი ოჯახის წევრებს და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

არ არსებობს არცერთი ოფიციალური წყარო, რომელიც ქალის გარდაცვალებას ადასტურებს.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ამასთან, მნიშვნელოვანია გაშუქების დროს მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის.

მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მედიამ გაითვალისწინოს ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, მათ ამის შესახებ მედიიდან არ შეიტყონ", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო ადგილობრივ სამართალდამცველებთან კონტაქტზეა და სიტუაციას არკვევს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765716486

მსოფლიო

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

 გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან 3 მაროკოელი, ეგვიპტელი და სირიელი. არსებული ინფორმაციით, ისინი ბავარიაში, ერთ-ერთ საშობაო ბაზრ...

პოლიცია

1765712090

ახალი ამბები

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო...

თოვლი

1765709335

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი: ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა, კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს

 ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს. თუ ხალხი თუთიყუშის მსგავსად არ იმეორებს ახალ ამბებს, როგორიცაა „ხალხი დაორს...

მსოფლიო

1765706350

მსოფლიო

რომის პაპი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს - ვატიკანმა საორგანიზაციო გეგმა შეიმუშავა

 უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „კასტელ განდოლფოში“ გამართული შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგ რომის პაპმა ლეო XIV-მ დაადასტურა, რომ მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის, თუმცა უსაფრთხოების საკითხები ს...

რომის პაპი და ზელენსკი

1765702602

ახალი ამბები

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს...

მოძრაობა