ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ხალხზე დადებული სანქციაა, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებული სანქცია, რომელიც დღესაც ხორციელდება - ირაკლი კობახიძე

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებული სანქცია, რომელიც დღესაც ხორციელდება ქართუ ფონდის მიმართ და აქედან ჩანს რელურად მათი საბოლოო ინტერესი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE” – ში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას როგორი ისტერიკაც ჰქონდა, 2011 წელს, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, დააფუძნა „ქართული ოცნება“ ასეთივე ისტერიკა აქვთ დღეს, პოლიტიკიდან გასული ადამიანის მიმართ.

„ცოტა პათოლოგიურიც არის ეს ყველაფერი, 2011 წელსაც ამით დაიწყეს ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თეფშებს აყადაღებდნენ, სატელიტურ თებშებს, ანგარიშებზე არაფერს ვამბობ და აბურდით გაჩერებული ინკასატორის მანქანები და ა.შ. სრულიად სამარცხვინო ისტერიული ნაბიჯები, როგორი ისტერიკაც ჰქონდათ, 2011 წელს, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, დააფუძნა „ქართული ოცნება“ ასეთივე ისტერიკა აქვთ დღეს, პოლიტიკიდან გასული ადამიანის მიმართ. ერთ რამეს ვიტყვი კიდევ საინტერესოს ბიძინა ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით, რაც რეზოლუციაში არის ნახსენები და რაზეც ისინი საუბრობენ.

თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც ბატონი ბიძინა გადიოდა პოლიტიკიდან, მან გააკეთა განაცხადი მის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით და თქვა, რომ გარდა 200 მილიონისა, რომელიც რჩებოდა მისი ოჯახის გამგებლობაში, მთელი დანარჩენი რესურსი, ყველა აქტივი იგულისხმებოდა მათ შორის ის აქტივები, რომლებიც უკავშირდება „კრედიდ სვისის“ თანხების დაბრუნებას და ა.შ. ყველა სხვა თანხა ამ 200 მილიონის ზემოთ უნდა ყოფილიყო მიმართული, ეს იყო მისი გადაწყვეტილება რაც ძალაშია ბუნებრივია, მას ეს გადაწყვეტილება არ შეუცვლია, უნდა ყოფილიყო მიმართული მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისათვის, გადადის “ქართუ“ ფონდში და იქიდან იხარჯება ქველმოქმედებაზე. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ იქ რაღაც შვეიცარიაში ანგარიში უნდა გაყინონ თუ თუ რა უნდა ქნან, ერთადერთი იყო პრაქტიკული სანქცია რაზეც შეიძლება მათ ისაუბრონ ეს არის ხომ? პრაქტიკულად ისედაც იქნებოდა ნებისმიერი სანქცირება პირდაპირ ხალხის დასანქცირება. 3 მილიარდი აქვს ამ კაცს დახარჯული ქველმოქმედებაზე მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ აქ ნახეთ რა საინტერესო სიტუაცია გვაქვს, პირდაპირ ასანქცირებენ ხალხს ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი კონკრეტული თანხა, 200 მილიონი, რომელიც არის ოჯახის გამგებლობაში, ყველა დანარჩენი თანხა, რაც შეიძლება შემოვიდეს, მათ შორის შვეიცარიიდან საქართველოში პირდაპირ ხმარდება ქველმოქმედებას. ეს ადამიანები პირდაპირ ცდილობენ ხალხის სანქცირებას, მაგალითად რის სანქცირებას, რაზე იხარჯებოდა გახსოვთ მაგალითად ეს საქველმოქმედო თანხები, ეს იყო ტაძრების აღდგენა თეატრების მშენებლობა და ა.შ., უამრავი პროექტი იყო, ახლაც მიმდინარე პროექტებია, ანუ ამ პროექტების გაჩერებას ნიშნავს, რეალურად ასეთი გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებული სანქცია, რომელიც დღესაც ხორციელდება „ქართუ ფონდის“ მიმართ და აქედან ჩანს რელურად მათი საბოლოო ინტერესი. ესენი პირდაპირ მტრობენ ხალხს, მათი ერთადერთი სურვილი არის და ბოლოს მივდივათ ისევ ომამდე, ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ პირდაპირ თვალდახუჭული წავიდნენ ომზე. ეს ყველაფერი არ ვიცი, როგორ შეიძლება შეფასდეს მთავარი მათთვის დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი, ეს ქვეყანა არ უყვართ, პირდაპირ ემტერებიან, იმ ფრაზებს აღარ გავიხსენებ ტრადიციებს, ქვეყანას, ეკლესიას, ყველაფერს მტრობენ აბსულუტურად პირდაპირი ფრაზები არა ერთი მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით. ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი სიმართლე, ისინი თავისას ვერ გაიტანენ, ეს გამორიცხულია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ფრთხილად იყავით, საქართველოში "სეზონური გრიპია" ანუ კოვიდი...არდაბოლდე" - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს

🔵უკრაინაში საფეხბურთო ტურნირები აგვისტოში აღდგება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790235730

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.   „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარ...

პროკურატურა

1790235469

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლუქსემბურგი იქნება მხარდამჭერი და გამჟღერებელი იმ ხმისა, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და რის გაჟღერებასაც ჩვენ დეპუტატთა პალატასთან სათანადო შეხვედრის პირობებში ვაპირებთ

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართული მხარის სიმართლე დაინახოს და გაიგოს ყველა ჩვენმა პარტნიორმა ევროპაში, ამჯერად ლუქსემბურგმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში საპროცედურო საკითხთა და წესების კომი...

დავით მათიკაშვილი

1790234484

მსოფლიო

სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ისთვის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრი სახლის აკრედიტაციების აღდგენა დაავალა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღუდგინოს თეთრ სახლში შესასვლელი აკრედიტაცია ტელეკომპანიებს CNN-ს, MS NOW-ს და გამოცემა Politico-ს. მოსამართლე ტიმ კე...

თეთრი სახლკ

1790234093

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი – უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღება არის წიგნში ჩასაწერი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს

„ეს არის საუკეთესო, წიგნში ჩასაწერი მაგალითი იმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განა...

ლევან მახაშვილი

1790232677

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ლევ...

ლევან ჟორჟოლიანი