ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო - 5 ივლისს დაზარალებული ოპერატორი
ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო - განაცხადა სასამართლო პროცესზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა ილია თვალიაშვილმა სასამართლო სხდომაზე. 5 ივლისის მოვლენების დროს მას ძალადობრივმა ჯგუფებმა თვალები დაუზიანეს.
"ტელევიზიაში ვარ გასული, მაგრამ პენსიაზე ვარ, რადგან ჩემს დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ, მეხსიერებაზე მაქვს პრობლემა, მავიწყდება რაღაცები. ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო. სათვალე მანამდე არასდროს მკეთებია, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ.
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, ის ილიკო თვალიაშვილი აღარ ვარ, ვინც ვიყავი, რადგან ვერაფერს ვაკეთებ, მირჩევნია, სახლში მშვიდად, წყნარად ვიყო, რათა საკუთარ თავს გავუფრთხილდე. რაც შეეხება სამსახურს, პრაქტიკულად, ფუნქცია მაქვს დაკარგული, მაქსიმუმ შეიძლება, "ლაივჩართვა" გავაკეთო, კამერა შტატივზე დავდგა, ჩავრთო, გავთიშო",-განაცხადა ილია თვალიაშვილმა..
თვალიაშვილმა დეტალურად გაიხსენა ის დღე, როცა მას რუსთაველის გამზირზე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, სრულიად უმიზეზოდ, როგორ გაუსწორდნენ უმოწყალოდ. დაზარალებულის თქმით, რომ არა პოლიცია, მას იქ მოკლავდნენ.
„არც ერთ მათგანს არ ვიცნობ, არც ერთი მათგანი ცხოვრებაში არ მინახავს, არც ერთი მათგანისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ფიზიკურად ვერ მივაყენებდი შეურაცხყოფას, ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადიოდა, ეს რომ ასე ყოფილიყო, ამის დამტკიცებაც მარტივად შეიძლება.
ძირს დამაგდეს და რამდენი ადამიანი მისწორდებოდა, ვერ გეტყვით, ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი - ტანზე და ზოგი კიდევ, თვალებს მთხრიდა. მას შემდეგ 7 თვე გავიდა და ამ დრომდე ვმკურნალობ, წამლები დამაქვს ჩანთით. დავარდნამდე, დავარდნის შემდეგაც, ვიდრე „ლაივუ“ და კამერა დაზიანდებოდა, მანამდე თითოეული კადრია გადაღებული, თუ როგორ მისწორდებოდნენ, შეიძლება, თითოეული მათგანი იყოს იმ კადრში მოქცეული, ვინც იქ იყო, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
გარდა იმისა, რომ მე დავშავდი, კამერა ბოლომდე განადგურდა, ორი თვის განმავლობაში იყო დალეწილი და გაუბედურებული, არავის სურვილი არ გასჩენია, რომ აენაზღაურებინა. ჩემთანაც კი არავინ მოსულა, ბოდიში არავის მოუხდია და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით არ დაინტერესებულა. ახლა თვეში ერთხელ მაინც მიწევს ექიმთან მისვლა.
მეუღლე იმ პერიოდში იყო ორსული, დღე დღეზე ველოდებოდით ბავშვს. პოლიციამ რომ გამიყვანა, მანქანაში როგორ ჩამსვეს, არ მახსოვს, პოლიციის მანქანაში გონზე მოვედი და რაციაში წივილ-კივილის ხმა ისმოდა, ჩემი ჟურნალისტი ყვიროდა ოპერატორი მომიკლეს, რაღაც ტერიტორიას უთითებდა, იქ გდია ჩემი ოპერატორი, მკვდარი არის და მიშველეთო. ოღონდ, ეს ჩვეულებრივი ადამიანის ყვირილი არ იყო, ეს შეგიძლიათ, ნახოთ. წარმოიდგინეთ, ჩემი ორსული მეუღლე ამ ყველაფერს რომ უსმენდა, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნებოდა. პოლიციას რომ იქიდან არ გავეყვანე, ეს ადამიანები ისე მცემდნენ და ისე მომკლავდნენ ქალბატონო მოსამართლევ, დამიჯერეთ ვერც ერთი გაიგებდა, რომ მკვდარი ვიყავი, ისე უმოწყალოდ მირტყამდნენ. ერთი რაც მახსოვს, თავში მომხვდა ძლიერად, ასფალტზე დავარტყი თავი, მერე აღარაფერი მახსოვს“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე, დაზარალებულმა ოპერატორმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵თოვლი, ქარი და ტემპერატურის ვარდნა - საქართველოსი ამინდის გაუარესებას ელოდებიან
1769966581
საზოგადოებაიაგო ხვიჩია: პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე
პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე, - განაცხადა გადა...
1769964496
საზოგადოებაპრემიერი: ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, რომლებიც ნებისმიერ სივრცეში აკრიტიკებენ ამ რეფორმას
ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში....
1769962100
ახალი ამბებითბილისში 58 წლის კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა
თბილისში 58 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილი თელავის მცხოვრები იყო, თუმცა თბილისში მუშაობდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ...
1769960446
საზოგადოებაგივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ დამტკიცდა, მიზნად ისახავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლებას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული, მიზნად ისახავს სახელმწიფო...
1769958424
საზოგადოებაგივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით
რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით....


























