"ჩემი შეხედულების გამო იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ წამშალეს, დამბლოკეს - New One-მა ჯგუფიდან გიტარისტი ლევან შარაშიძე გაუშვა

მუსიკალურ ჯგუფ New One-ის ინფორმაციით, ჯგუფი  გიტარისტს, ლევან შარაშიძეს, პრაიდის კონტრაქციაში მონაწილეობის გამო დაითხოვა.

"თავს ვთვლით ვალდებულად, გამოვეხმაუროთ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, არ იყო რიგითი ძალადობა, რასაც მივეჩვიეთ ბოლო დროის განმავლობაში – ეს იყო გაფორმება ძალადობრივი ჯგუფების თარეშის, რაც ძალიან საშიში მოვლენაა ქვეყნისათვის და საწინდარია სამოქალაქო დაპირისპირების.
ეს ყოველივე, ცხადია, მხოლოდ ჩვენს მტრებს აძლევთ ხელს.

სამწუხაროდ, ამავე მოვლენას დაემთხვა ჩვენი გიტარისტის, ლევან შარაშიძის ბენდიდან გაშვება, რომელთან წლები გვაკავშირებს. ეს უბრალოდ ბოლო აკორდი აღმოჩნდა მისი უპრინციპობის, რადგან მან თავის მუსიკალურ პრინციპებს და თავისივე ღირებულებებს დიდი ხანია უღალატა – მისივე თქმით, მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებების სიმცირეს არც ერთი ჩვენგანი არ განვიცდით, ჩვენთვის გაუგებარ ფენომენად რჩება “ფულის გამო” უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ ღირებულებებს, მუსიკას. ჯგუფის არც ერთ წევრი არ იზიარებს მის პოზიციას.

გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა კი ბოლო წერტილი დაუსვა არა მარტო ჩვენსა და მის ურთიერთობებს, სავარაუდოდ, მის მუსიკალურ კარიერასაც გარკველწილად. შეუსაბამოა იყო მუსიკოსი და იყო კომბლე აქციაზე შეძახილებით “გაიძუყნებით, ვირთხებო” და ხელებს უქნევდე საკუთარ მოქალაქეებს, გძულდეს და მოუწოდო ხალხს ჩაგვრისა და აგრესიისკენ,  - ნათქვამია New One-ის განცხადებაში. 

განცხადება თავის მხრივ მუსიკოსმა ლევან შარაშიძემაც გაავრცელა.

"მოკლედ, საჯაროდ ვაცხადებ;მე ვტოვებ ჯგუფ New One ს,ვტოვებ თიკა ბალანჩინს და ჯგუფ ნიუ ვანს!ამ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო და ჩემი შეხედულებების დაფიქსირების გამო, ჩემმა ჯგუფის წევრებმა, “მეგობრებმა” უბრალოდ წამშალეს, დამბლოკეს „ფეისბუქ“-გვერდზე, სანამ წამშლიდნენ, “მცდელობა” რომ გაველანძღე, არ დაუკლიათ! ვერ გაუძლეს ვაი “პროგრესული”  საზოგადოებრივი აზრის წნეხს, რადგან კომპლექსები რას არ ჩაგადენინებს კაცს!

1.მათი აზრით, მე ვარ ბნელი იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ.

2. მათი აზრით, მე ვარ მოძალადე და აგრესიული, იმიტომ, რომ მე ჩემი ქვეყნის ინტერესებს ვიცავ, ვეწინააღმდეგები “ძალით” ისეთი იდეოლოგიის თავზე მოხვევას, რაც ამ ქვეყნის უმრავლესობას არ გვინდა.

3. მათი აზრით, ჩემისთანა კარგ მუსიკოსს არ შეიძლება სხვა პოზიცია ჰქონდეს და ა.შ. ნაცნობი კლიშეები!

მადლობა ყველას, კარგი დღეები ბევრი გვაქვს გასახსენებელი, კარგი კონცერტები, კარგი სცენა, კარგ მუსიკას ვუკრავდით ერთად, ორგანულს, ნამდვილ ემოციას, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, როგორც “ცხოვრებაში”, ისე მუსიკაშიც, ცარიელ ადგილას, “ჩვენ რომ პაუზას ვეძახით”. ხშირად უკეთესი მუსიკა იკვრება და არაა საჭირო მისი შევსება!

მე კიდე ამევსო ძალიან!!! სადაც თქვენ, “განვითარების” ისეთ დონეს მიაღწიეთ რომ თქვენი ჯგუფის წევრი “სიბნელეში” დაგრჩათ, იგი თქვენთან ვეღარ გაჩერდება!

პ.ს.  ასეთი ერთობა, აღარ მინდა! დიდი მადლობა და წარმატებები ყველას თქვენი ცხოვრების გზაზე, - წერს შარაშიძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775502572

მსოფლიო

ტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...

ტრამპი ტრამპი

1775500803

ახალი ამბები

🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს

NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...

რეკორდი რეკორდი

1775499762

საზოგადოება

სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები

საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...

სოზარ სუბარი

1775499605

სოციალური მედია

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმ...

ილჰამ ალიევი

1775496205

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“. ტრამპმა დასძინა,...

ტრამპი ტრამპი