"ჩემთვის დარჩებით სამაგალითო მოსამართლედ და ადამიანად" - ლონდა თოლორაია გარდაცვლილ მოსამართლეს ემშვიდობება
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, მოსამართლე დალი მეტრეველის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“2007 წელს, სტაჟიორ-პროკურორი, რომ ვიყავი და ფეხაკრეფით დავდიოდი სასამართლოში, შეშინებული – რამე არ შემშლოდა, მოსამართლე დალი მეტრეველმა დამიძახა, მასთან ახლოს მისვლა მთხოვა და მადლობა გადამიხადა სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციური მხარდაჭერისთვის.
განა რა კვალიფიკაცია დაინახა ახალბედა სტაჟიორში, მაგრამ მან ზუსტად იცოდა როგორი ჯადოსნური სიტყვები უთხრა პატარა გოგოს, რომელსაც თავდაჯერებულობისთვის და მართლაც კვალიფიციურ პროკურორად ჩამოყალიბებისთვის, ეს როგორ სჭირდებოდა.
ამის შემდეგ იყო ბევრი პროცესი, ბევრი პირადი ურთიერთობა, ბევრი სამოტივაციო შემოძახება (სასამართლოში და მის გარეთ) და განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელსაც მისგან ყოველთვის ვგრძნობდი.
პრინციპში რა დიდი ნიჭი უნდოდა ამის შეგრძნებას, ადამიანი ღიად გამოხატავდა და სახეზე ეწერა ყველა ემოცია – სიყვარული, სითბო, თანადგომა.
ყოველთვის მემახსოვრებით.
ჩემთვის დარჩებით სამაგალითო მოსამართლედ და ადამიანად Dali Metreveli”,- წერს ლონდა თოლორაია.
მოსამართლე დალი მეტრეველი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამძიმრის შესახებ განცხადება გაავრცელა. გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს ადვოკატთა ასოციაციაც.
მოსამართლე დალი მეტრეველი 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2003-2006 წლებში გაგრის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. 2006-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო. 2017 წლის მაისიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებული იყო უვადოდ.
ამავე თემაზე:
🔵 მაგრად მიყვარხარ, მაგრად მომენატრები შევხვდებით იქ - ნოდარ მელაძე გარდაცვლილ მოსამართლეს ემშვიდობება
1793802758
საზოგადოებაგიორგი კახიანი Euronews-ის მოდერატორთან პრემიერის ინტერვიუზე: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა, თითქოს, მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და ამოცანას ასრულებდა
„ინტერვიუ ბევრ რამეზე მეტყველებს, ერთი მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციები, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით გამოჩნდა. მეორე მხრივ, მოდერატორს არც ჰქონდა იმის სურვილი, რომ პრ...
1793800742
საზოგადოებათემურ მღებრიშვილი: ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავ...
1793799182
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, ნელ-ნელა ცარიელ ფურცლად, ცარიელ ქსოვილის ნაჭრად გადაიქცევა
ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, მათ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკო...
1793797671
ახალი ამბებიბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და შესაბამის...
1793797549
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

























