"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი გაამხნევა, მოტივაცია მისცა და ისე დაარიგა, მხოლოდ დედა რომ შეძლებდა და გაბედავდა" - მარიამ კუბლაშვილი გარდაცვლილ მოსამართლეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, მოსამართლე დალი მეტრეველის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ერთ - ერთ ბოლო სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გამაოცა.

სხდომის დასრულების შემდგომ, საოცარი სიტყვებით მიმართა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს.

გაამხნევა, მოტივაცია მისცა და ისე დაარიგა, მხოლოდ დედა რომ შეძლებდა და გაბედავდა.

პირობა ჩამოართვა, რომ იცხოვრებს სანიმუშოდ, ასეც იქნება.

ძალიან ვწუხვარ და მტკივა მოსამართლე - დალი მეტრეველის გარდაცვალების ამბავი.

თანავუგრძნობ ოჯახს, მთელ სასამართლო გუნდს, ჩემ კოლეგებს და ყველა იურისტს, რომელთაც ამ ადამიანის მეშვეობით ერთხელ მაინც აღუსრულებიათ სამართალი და ეს ჩემ მოღვაწეობის პერიოდში არაერთხელ იყო…", - წერს კუბლაშვილი "ფეისბუკზე".

მოსამართლე დალი მეტრეველი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამძიმრის შესახებ განცხადება გაავრცელა. გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს ადვოკატთა ასოციაციაც.

მოსამართლე დალი მეტრეველი 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2003-2006 წლებში გაგრის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. 2006-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო. 2017 წლის მაისიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებული იყო უვადოდ.

ამავე თემაზე:

🔳 მაგრად მიყვარხარ, მაგრად მომენატრები შევხვდებით იქ - ნოდარ მელაძე გარდაცვლილ მოსამართლეს ემშვიდობება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793806305

მსოფლიო

„ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია“ - თეთრი სახლი შუალედური არჩევნების შემდეგ მიმართვას ავრცელებს

შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის მძიმე მარცხის შემდეგ, თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. „ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია“, - ასეთი მინაწერი გაუკეთა თეთრმა სახლმა გამოქვეყნებუ...

ტრამპი  ტრამპი

1793803413

ახალი ამბები

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის...

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები

1793802758

საზოგადოება

გიორგი კახიანი Euronews-ის მოდერატორთან პრემიერის ინტერვიუზე: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა, თითქოს, მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და ამოცანას ასრულებდა

„ინტერვიუ ბევრ რამეზე მეტყველებს, ერთი მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციები, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით გამოჩნდა. მეორე მხრივ, მოდერატორს არც ჰქონდა იმის სურვილი, რომ პრ...

გიორგი კახიანი

1793800742

საზოგადოება

თემურ მღებრიშვილი: ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავ...

თემურ მღებრიშვილი

1793799182

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, ნელ-ნელა ცარიელ ფურცლად, ცარიელ ქსოვილის ნაჭრად გადაიქცევა

ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, მათ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკო...

ნიკოლოზ სამხარაძე