დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ს“ განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა - ქიბარ ხალვაში

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელი, ქიბარ ხალვაში, ნიკა გვარამიას საქმეზე, დღეს გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
„მსურს გამოვეხმაურო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისთვის“ მრავალმილიონიანი ზიანის მიყენებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია „ინტერმედიასთან“ გარიგების დადების გზით, „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, „რუსთავი 2-ს“ განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა.
აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს „რუსთავი 2-ს“, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით, 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. "რუსთავი 2-ისთვის" ზიანის მიყენების მოტივი გახლდათ ის გარემოება, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის საფუძვლიანი ვარაუდით, „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს უსათუოდ დამიბრუნდებოდა.
მათ თავად იცოდნენ, რომ ტელეკომპანიის შენარჩუნების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ ბოროტად ისარგებლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეფარდებული დროებითი ზომით, მისი გამოყენებით ტელეკომპანიას დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინებაა. მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში“, - აღნიშნავს ქიბარ ხალვაში.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ასევე წაიკითხეთ:
🔵მსჯავრდებული ნიკა გვარამია, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
1754411202
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა...
1754408868
ახალი ამბებიირაკლი შენგელია: სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დინამიკა როგორც წინა, ასევე მიმდინარე წელს საკმაოდ პოზიტიურია
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი შენგელიას შეფასებით, საკმაოდ პოზიტიურია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის როგორც წინა, ასევე მიმდინარე წლის დინამიკა. მისი თქმით, ამას ადასტუ...
1754408553
ახალი ამბები2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება
2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ ძალა...
1754406434
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობაზე...
1754404594
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც უმწვავესი დეფიციტებია, ცვლილებით კი შესაძლებელია მათი შევსება, ცვლილება ერთჯერადია, პარალელურად, ვმუშაობთ სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაზე
„პრობლემა, თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და სამედიცინო განათლებას უკავშირდება. რეზიდენტურის მიმართულებით, ბოლო წლებში, ბევრი მნიშვნელოვანი სა...