"დაუშვებელია ადვოკატის გაიგივება კლიენტთან, რადგან ადვოკატი იცავს ბრალდებულს ეს არ ნიშნავს, რომ იგი ამართლებს მას" - ზაქარია გვიშიანი ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატზე წერს

ადვოკატი, ზაქარია გვიშიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოების მხრიდან ადვოკატზე თავდასხმას ეხმიანება:

"მინდა გამოვეხმაურო თბილისში მომხდარ სასტიკი მკვლელობის ფაქტს (ფეხმძიმე მეუღლის მკვლელობა).

აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების თავდასხმისა და არნახული შეურაცხოფის ობიექტია ბრალდებულის ადვოკატი.

რა თქმა უნდა მომხდარ ფაქტს არანაირი ფორმით გამართლება არ გააჩნია, მაგრამ სამწუხაროა ის მოცემულობა რომ ჩვენი საზოგადოება ოდნავაც ვერ გაიზარდა სამართლებრივად და მორალურად.

მინდა მივმართო იმ პირებს ვინც აკრიტიკებს ადვოკატს, რომ:

1. დაუშვებელია ადვოკატის გაიგივება კლიენტთან;

2. ადვოკატი ამ შემთხვევაში იცავს მისი დაცვის ქვეშ მყოფის კანონიერ ინტერესებს და ეს არ ნიშნავს, რომ ამართლებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესაძლო, დანაშაულებრივ ქმედებას (რასაც საბოლოოდ სასამართლო დაადგენს).

3. ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა ბრალდებული იყოს ფსიქიკურად დაავადებული (რა დროსაც პირი ვერ აცნობიერებს მის ქმედებებს და არ შეუძლია კონტროლი გაუწიოს მას).

4. ამ შემთხვევაში ადვოკატი წარმოადგენს საზოგადოებრივ ადვოკატს და სავალდებულოა მისი მხრიდან ადვოკატირება (რადგანაც დანაშაული ითვალისწინებს სავალდებულო დაცვას).

საქმეში ჩართული ადვოკატი არის ღირსეული ადამიანი და მისი საქმის პროფესიონალი, მასაც ჰყავს შვილი და იქნებ დაფიქრდეთ კრიტიკის დაწყებამდე თუ რა ზიანს აყენებთ ამ ადამიანს", - წერს გვიშიანი.

სხვა სიახლეები:

🔳 

🔳 ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება - პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს კაცს ბრალდება წარუდგინა

🔳 "საქართველო, Merck-ის და Pfizer-ის მიერ წარმოებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების მიმღებთა ათეულშია" - თენგიზ ცერცვაძე

🔳 "ვაკეთებ ჯადოს 20 ლარად" - ინგა გრიგოლია

🔳 კახა კალაძე: დიდია ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე უწმინდესის ღვაწლი

🔳 "ოთხი წელია სტატუსი არ დამიწერია, ერთი ტრაგიკული მოვლენის შემდეგ, მაგრამ დღეს სხვა გზა აღარ დამრჩენია" - რას წერს რეჟისორი პაატა ციკოლია 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754996538

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ნორმ აიზენის სახელმძღვანელოზე: ეს გაიდლაინი არის ერთგვარი მხილება, როგორ მოქმედებს „რბილი ძალა“ ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ასეთი ბევრი გზამკვლევი ვიხილეთ

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ფერადი რევოლუციების“ ერთ-ერთ მთავარი არქიტექტორის, ნორმ აიზენის 2025 წლის სახელმძღვანელოში საქართველოს რამდენჯერმე ხსენებას გამოეხმ...

ლევან მაჭავარიანი

1754995222

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

 საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარაში მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ესენბოღა...

საქართველოს პრეზიდენტი

1754995102

საზოგადოება

მეუფე შიო: აღმავლობა და დიდგორი ერთბაშად არ დამდგარა, ამას წინ უსწრებდა დავით მეფის დიდი შრომა და ბრძოლა შინაურ თუ გარეშე მტრებთან

 დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ, დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, დიდი რწმენით განჭვრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი. - განაცხადა მეუფე შიო...

აა

1754994998

საზოგადოება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობის შესახებ განაჩენი ძალაში დატოვა

 თბილისის სააპელაციო სასამართლომ და მოსამართლეთა კოლეგიამ პაატა სილაგაძის ხელმძღვანელობით, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და გიორგი ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო...

გიორგი ბაჩიაშვილი

1754986121

საზოგადოება

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

 2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით....

ცესკოცესკო