"საქართველო, Merck-ის და Pfizer-ის მიერ წარმოებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების მიმღებთა ათეულშია" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველო იქნება იმ ქვეყნებს შორის, ვინც Merck-ის და Pfizer-ის მიერ წარმოებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს მიიღებს.

ცერცვაძის თქმით, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, მაგრამ მოლაპარაკებები აღნიშნული აბების საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მათი არსებობის შესახებ, ძალიან ვიწრო წრემ იცოდა.

"Merck-ის და Pfizer-ის მიერ წარმოებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებმა აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA) რეკომენდაცია მიიღეს.

Pfizer-ის მიერ წარმოებული „პაქსლოვიდი“ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილობას, თუ პირველივე დღეებში მივცემთ მას პაციენტს, ხოლო Merck-ის პრეპარატი „მოლნუპირავირი“ – 30%-ით, მაგრამ ესეც კარგია", - აცხადებს, თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველო, აბების მიმღებთა ათეულშია.

"გარკვეულწილად ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მედიკამენტებზე მოლაპარაკებები დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათი არსებობის შესახებ ძალიან ვიწრო წრემ იცოდა.

მოხდა ისე, რომ ჩვენ სხვადასხვა არხით გავიგეთ, რომ ამ მედიკამენტზე მუშაობა საწყის ეტაპებზე იყო.

ამიტომ თუ ვაქცინების მიღებისას საქართველო გრძელ რიგში იდგა და ბოლოს მივიღეთ ვაქცინები, ახლა ვართ ქვეყნების პირველ ათეულში, ვინც ამ პრეპარატს მიიღებს", – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სხვა სიახლეები:

🔳 კლუბ "ბასიანში" დაგეგმილი ღონისძიება მაინც ჩატარდა და ამ დრომდე გრძელდება

🔳 "ოთხი წელია სტატუსი არ დამიწერია, ერთი ტრაგიკული მოვლენის შემდეგ, მაგრამ დღეს სხვა გზა აღარ დამრჩენია" - რას წერს რეჟისორი პაატა ციკოლია

🔳 შობის დამდეგს საბერძნეთის წყლებში 16 მიგრანტი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა

🔳 "ვაკეთებ ჯადოს 20 ლარად" - ინგა გრიგოლია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793986479

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში

სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...

მიხეილ სააკაშვილი

1793984690

ახალი ამბები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს

სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი:

1793983890

ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...

პრემიერი

1793983298

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...

 ირაკლი კობახიძე

1793983166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე