დავით ჩიხელიძე „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე“ : იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა უკვე გარდაცვლილი ახალგაზრდების მიმართ ე.წ. საკონტროლო გასროლაც განახორციელეს. დაუშვებელია სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკურ ველზე არსებობა

საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის კიდევ ერთი, სისხლიანი სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრეს, საქმე შეეხება „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ ჩატარებას, რომლის დროსაც რამდენიმე უდანაშაულო ახალგაზრდა დახვრიტეს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სისხლიანი ოპერაციის შემდეგ, გაყალბდა ფაქტები და დაიდგა საჩვენებელი კადრები, თითქოს, ახალგაზრდები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ. ექსპერტის თქმით, დაუშვებელია „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკურ ველზე არსებობა.

„საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის კიდევ ერთი, სისხლიანი სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრეს, საქმე შეეხება „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ ჩატარებას, რომლის დროსაც რამდენიმე უდანაშაულო ახალგაზრდა დახვრიტეს. შესაძლოა ვინმეს სიტყვა დახვრეტა გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს იყო დახვრეტა და არა შემთხვევით, ბრმა ტყვიით მკვლელობა, უფრო მეტიც იმ დროინდელმა მაღალჩინოსნებმა უკვე გარდაცვლილ ახალგაზრდების მიმართ ე.წ. საკონტროლო გასროლაც განახორციელეს! მათ შორის იყო დათა ახალაია, დგებუაძე და ა.შ რაც შეეხება სისხლიანი ოპერაციის შემდგომ პერიოდს, მოხდა ფაქტების გაყალბება, დონაძის მეთაურობით დაიდგა საჩვენებელი კადრები, თითქოს ახალგაზრდები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, რაც მათი ლიკვიდაციის საფუძველი გახდა. ნავთლუღის სპეცოპერაცია, რეჟიმის აკრძალვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა! დაუშვებელია სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკურ ველზე არსებობა, მათ ამის არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვთ!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746209865

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია მედიის თავისუფლების ინდექსზე: დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა შეგიძლია წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას

დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს, რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...

ირაკლი კირცხალია

1746209118

ახალი ამბები

ქართული სპორტის ვარსკვლავები გულშემატკივრებს ქართველი ხელბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 8 მაისი, 17:00 საათი - „თბილისი არენის“ დარბაზში ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტა...

 ზურიკო დავითაშვილი

1746206929

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა. „თუ არა ორმაგი ს...

დავით მათიკაშვილი

1746204277

ახალი ამბები

შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

შოთა ბერეკაშვილ

1746202841

ახალი ამბები

გორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა

სპეცოპერაცია გორში - ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული. დაკავებულია 2 პირი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყალბი ფულის გასაღებაში. დაკავებულები...

 საგამოძიებო სამსახურ