დავით სონღულაშვილი: აქამდე პროგრამები იყო ფრაგმენტული, ახლა ხდება ამ პროგრამების გამთლიანება და გაერთიანება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აგროთანადაფინანსების პროგრამის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რა ტიპის ცვლილებით არის წარმოდგენილი ახალი ხედვა.

„აქამდე პროგრამები იყო ფრაგმენტული, ახლა ხდება ამ პროგრამების გამთლიანება და გაერთიანება. მაგალითისთვის გეტყვით, როდესაც ფერმერს უნდოდა გაეშენებინა ხეხილის ბაღი, ამისთვის ცალკე აკეთებდა განაცხადს პროექტში „დანერგე მომავალი“, ცალკე წვეთოვან სისტემასთან მიმართებით, ასევე, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებთან დაკავშირებით და ა. შ. ცალ-ცალკე უწევდა ერთი მთლიანი პროექტის შემადგენელ სხვადასხვა კომპონენტთან მიმართებით დაფინანსების მოპოვება. ახლა პროექტი შეიკრა. ფერმერს შეუძლია ერთიანი პროექტის ფარგლებში შეიტანოს განაცხადი, რომელ კომპონენტში რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება ფერმერთა რეესტრზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რეესტრი მიმდინარე რეფორმის ნაწილია.

„რეესტრი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ფერმერთა იდენტიფიცირება მოვახდინოთ. თითოეული ფერმერის საჭიროებებიდან გამომდინარე გავაკეთოთ ანალიზი და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რაც დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777632694

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე: არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება

ნამდვილად არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამე...

	ლევან მაჭავარიანი

1777630691

საზოგადოება

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა, რომელიც პროდუქტებზე ფასის შესამცირებლად რეკომენდაციებსაც მოიცავს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა. დასკვნა ითვალისწინებს მათ შორის რეკომენდაციებს, რო...

დასკვნა დასკვნა დასკვნა

1777630634

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატ...

პროკურატურა

1777628635

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ფაქტობრივად ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც სრულად დაფარავს და უზრუნველყოფს იმ მოთხოვნას, რაც დღეს ბაზარზე არის

„სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს და მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და სახელმწიფო პრიორიტეტად განისაზღვრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან და ამის შემდეგ დაიწყო სოფლის მეურ...

დავით სონღულაშვილი

1777627288

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: მაქსიმალურად გამჭვირვალეს ვხდით პროცესს იმისათვის, რომ ნდობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს

აგროთანადაფინანსების პროექტის უპირატესობებზე საუბრის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა. „გამჭვირვალობა პროექტებს მა...

დავით სონღულაშვილი