დავით სონღულაშვილი: ფაქტობრივად ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც სრულად დაფარავს და უზრუნველყოფს იმ მოთხოვნას, რაც დღეს ბაზარზე არის
„სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს და მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და სახელმწიფო პრიორიტეტად განისაზღვრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან და ამის შემდეგ დაიწყო სოფლის მეურნეობის გაძლიერება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა აგრარული დარგის განვითარების ხედვაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ პირველი ეტაპი გავლილია და ახლა შემდგომი ფაზა იწყება.
„აუცილებელი იყო იმ პროგრამების განხორციელება, რომ დღეს ამ ფორმაზე და შინაარსზე გვესაუბრა და ასეთი გადაწყვეტილებები მიგვეღო. ფაქტობრივად იმ განვლილმა პერიოდმა შექმნა ბაზა იმისთვის, რომ დღეს ახალ ეტაპზე გადავსულიყავით. სოფლის მეურნეობის კომერციალიზაცია ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქცია შეიქმნას, იმპორტი ჩანაცვლდეს და ექსპორტზეც ადვილად გავიტანოთ. ამისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ხარისხი და ფასთან მიმართება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაწილი. საოჯახო მეურნეობების გაძლიერება, ესეც არის პროგრამის ნაწილი, რომელზეც დამატებით მიდის მუშაობა და ცოტა ხანში ამასთან დაკავშირებითაც გვექნება პრეზენტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც სრულად დაფარავს და უზრუნველყოფს იმ მოთხოვნას, რაც დღეს ბაზარზე არის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
1777630634
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატ...
1777629632
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: აქამდე პროგრამები იყო ფრაგმენტული, ახლა ხდება ამ პროგრამების გამთლიანება და გაერთიანება
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აგროთანადაფინანსების პროგრამის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რა ტიპის ცვლილებით არის წარმოდგენილი ახალი ხედვა. „აქამდე პროგრამები იყო ფ...
1777627288
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: მაქსიმალურად გამჭვირვალეს ვხდით პროცესს იმისათვის, რომ ნდობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს
აგროთანადაფინანსების პროექტის უპირატესობებზე საუბრის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა. „გამჭვირვალობა პროექტებს მა...
1777627254
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე: დოკუმენტს, უნდა ჰქონდეს ისეთი შინაარსი, რომ შექმნას არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ საფუძველი, რომ ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდება
„კონკრეტიკა ნაკლებად ჩანს - ზოგადად წერია, რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაარეგულიროს სააგენტომ, მაგრამ როგორ მოხდება - ეს უკვე დეტალებია და სწორედ ეს დეტალები არ ჩანს,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ აღ...
1777626509
ახალი ამბებისგპ „ყაზბეგსა“ და „სადახლოზე“ 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „ყაზბეგი“ და „სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსა...


























