დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: გემი რომ იძირება და ვირთხები გარბიან, ის სიტუაციაა. მეათედ თუ მეთერთმეტედ მოძებნილი ფანჩატური კვლავ თავზე ენგრევათ და ერთმანეთისკენ თითის გაშვერით ცდილობენ, ამ ლაბირინთიდან თავი გამოიძვრინონ
გემი რომ იძირება და ვირთხები გარბიან, ის სიტუაციაა. მეათედ თუ მეთერთმეტედ მოძებნილი ფანჩატური კვლავ თავზე ენგრევათ და ერთმანეთისკენ თითის გაშვერით ცდილობენ, ამ ლაბირინთიდან თავი გამოიძვრინონ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.
მისი თქმით, რადიკალებს ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.
„გემი რომ იძირება და ვირთხები გარბიან გემიდან, დაახლოებით ის სიტუაციაა, თუმცა ეს გემი დიდი ხანია ჩაძირულია. არანაირი პერსპექტივა, რომ საქართველოში რადიკალიზმი კვლავ აღორძინდეს და მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში მოიყვანონ, არ აქვთ. ამიტომაც ეს მდარე ე.წ. პოლიტიკური სახეები ერთმანეთისკენ თითს იშვერენ. ერთმანეთს აბრალებენ საკუთარ უუნარობას. ისინი უცხო ქვეყნის აგენტურას წარმოადგენენ საქართველოში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც უკვე მეათედ თუ მეთერთმეტედ მოძებნილი ფანჩატური კვლავ თავზე ენგრევათ, ერთმანეთის მიმართ თითის გაშვერით ცდილობენ, ამ ლაბირინთიდან თავი გამოიძვრინონ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. „ფედერალისტები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი ალიანსიდან თავს თავად ირიცხავენ. ამის პასუხად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მათი ყოფნა ალიანსში არავის გადასაწყვეტი არ არის.
1777632694
საზოგადოებალევან მაჭავარიანი აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე: არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება
ნამდვილად არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამე...
1777630691
საზოგადოებასასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა, რომელიც პროდუქტებზე ფასის შესამცირებლად რეკომენდაციებსაც მოიცავს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა. დასკვნა ითვალისწინებს მათ შორის რეკომენდაციებს, რო...
1777630634
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატ...
1777629632
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: აქამდე პროგრამები იყო ფრაგმენტული, ახლა ხდება ამ პროგრამების გამთლიანება და გაერთიანება
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აგროთანადაფინანსების პროგრამის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რა ტიპის ცვლილებით არის წარმოდგენილი ახალი ხედვა. „აქამდე პროგრამები იყო ფ...
1777628635
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: ფაქტობრივად ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც სრულად დაფარავს და უზრუნველყოფს იმ მოთხოვნას, რაც დღეს ბაზარზე არის
„სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს და მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და სახელმწიფო პრიორიტეტად განისაზღვრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან და ამის შემდეგ დაიწყო სოფლის მეურ...



























