დავით სონღულაშვილი საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

დავით სონღულაშვილი საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

კონფერენციას 100-ზე მეტი სახელმწიფოდან ლიდერები, გარემოს დაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე გლობალურ ჭრილში განიხილეს კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე გამოწვევების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენციის, ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურების შემცირების საკითხები; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო გარემოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენას და მასთან გამკლავების ერთიანი მიდგომის მნიშვნელობას.

დავით სონღულაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე ისაუბრა და ყურადღება იმ ნაბიჯებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანამ შავი ზღვის და მისი ეკოსისტემის დასაცავად გადადგა.

„გარემოს დაცვა გამოცხადებულია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ ვახორციელებთ გარემოსდაცვით პოლიტიკას და ვაგრძელებთ კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან და ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს.

შავი ზღვა არ არის მხოლოდ ეკონომიკური რესურსი - ის საქართველოს საზღვაო კარიბჭეა გლობალურ სივრცეში. ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონულ თანამშრომლობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციას სამეცნიერო კვლევების, ნარჩენების მდგრადი მართვის, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებებით.

საქართველო აქტიურად იღებს ზომებს თავისი მდიდარი საზღვაო ეკოსისტემის დასაცავად; 155 კვადრატული კილომეტრი საზღვაო ტერიტორია გამოცხადებულია დაცულ ტერიტორიად. საქართველოს გამორჩეული ბიომრავალფეროვნება დაცულია დაცული ტერიტორიებისა და ზურმუხტის ქსელის საშუალებით, რაც მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის 23%-ზე მეტს. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს 2030 წლისთვის ამ მაჩვენებლის 30%-მდე გაზრდაზე, რითაც შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც მოიცავს ქვეყნის პირველ საზღვაო დაცულ ტერიტორიას, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კონფერენციის ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა არაერთი ქვეყნის გარემოს დაცვის სფეროს ხელმძღვანელს და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე ხაზი გაესვა ერთობლივი ინიციატივების მნიშვნელობას და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

აღსანიშნავია, რომ გაეროს 193 ქვეყანამ მდგრადი განვითარებისთვის 17 მიზანი დაისახა. მე-14 მიზანი ოკეანისა და ზღვის რესურსების დაცვას ეხება.

გაეროს მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე „მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, ოკეანეების, ზღვების და საზღვაო რესურსების დაცვა და მდგრადი გამოყენება“ მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი მონაწილეობდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773259978

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა ეს დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან

ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE...

ირაკლი კირცხალია

1773259937

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ შეიძლება, ეს ორი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ​​ევროკავშირს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც ორი მარტივი ჭეშმარიტება თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი, - განაცხადა პარლამ...

შალვა პაპუაშვილ

1773258889

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ

ამას კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი სწორედ იმ სახელი და გვარების მიერ და მხრიდან, რომელთაც ერთხელ უკვე დაუსვეს ამ ბინძურ სპეკულაციას წერტილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ირაკლი კირცხალია

1773258854

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები

ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლეს...

ირაკლი კირცხალი

1773257077

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან - იმ ხალხისგან, რომლებიც ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას სხვადასხვა კონფლიქტში, არ გვჭირდება არანაირი მითითება

ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავს და ჭკუას ასწავლის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირვე...

შალვა პაპუაშვილი