დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია
საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსი“, დემოკრატიის აღქმის2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბური გამოკვლევა მსოფლიოში. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა. ამასთან საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა დადებითად არის შეფასებული. (გვ 26)
რაც შეეხება საკუთრივ დემოკრატიის აღქმის ინდექსს, ევროპაში შვედეთი, ნორვეგია და დანია და ლიდერობს, ხოლო ყველა ცუდი შეფასება ევროპის მასშტაბით უკრაინას, რუმინეთს, რუსეთს, საფრანგეთს, სერბეთს და საბერძნეთს აქვს. დემოკრატიის აღქმის ინდექსით საქართველო უსწრებს ევროპის, ევროკავშირისა და ნატოს წევრ არაერთ სახელმწიფოს: პორტუგალიას, ლიეტუვას, საფრანგეთს, საბერძნეთს, რუმინეთს, თურქეთს, მოლდოვას, უკრაინას და ა.შ.
საქართველო იმ ქვეყნების საუკეთესო ათეულშიც მოხვდა, სადაც არჩევნების გავლენა დადებითად არის შეფასებული. ამ თვალსაზრისით საქართველო ევროპის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების საუკეთესო სამეულშია უნგრეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ევროპაში კი მეორე ადგილს იკავებს. (გვ 20)
დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში გლობალური აღქმის ინდექსიც გამოქვეყნდა. გლობალური აღქმის ინდექსი ეფუძნება მსოფლიოს მასშტაბით 46,667რესპონდენტის შეფასებებს, რომლებიც გამოიკითხნენ 2026 წლის 19 მარტიდან 21 აპრილამდე. კვლევა, მსოფლიოს 85 ქვეყანაში აკვირდება ადამიანებს, თუ როგორ უყურებენ ისინი 132 ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ ვითარებას, აფასებენ დადებითად თუ უარყოფითად. ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 38-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ გლობალურ რეიტინგში ევროკავშირი 47-ე ადგილზე გავიდა, ნატო 90-ე პოზიციაზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი 118-ე ადგილზე. პოზიტიური შეფასებით საქართველო უსწრებს ევროპის, ევროკავშირის და ნატოს წევრ არაერთ სახელმწიფოს: საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, შეერთებულ შტატებს, ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, თურქეთს, უნგრეთს და ა.შ.
დემოკრატიის აღქმის ინდექსი (DPI) მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კვლევაა იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები დემოკრატიას, 2026 წლის გამოცემა გვთავაზობს დემოკრატიის მიმართ გლობალური დამოკიდებულების უპრეცედენტო შედარებას 98ქვეყანაში. შედეგები ეფუძნება ეროვნულად წარმომადგენლობით ინტერვიუებს 98 ქვეყნიდან 94,146-ზე მეტ რესპონდენტთან, რომლებიც ჩატარდა 2026 წლის 19 მარტიდან 21 აპრილამდე.საკუთრივ დემოკრატიის ალიანსის ფონდის თავმჯდომარეა ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი და დანიის პრემიერ-მინისტრი.
დემოკრატიის აღქმის ანგარიშთან დაკავშირებით რასმუსენმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მსოფლიოში შეერთებული შტატების აღქმის სწრაფი ვარდნა სამწუხაროა, მაგრამ არა „შოკისმომგვრელი“. ჩემთვის გაცილებით შემაშფოთებელია ის, რომ ბევრი ევროპელი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს მათ წინაშე არსებულ საფრთხეებს და საკუთარი შეკავების მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას.
დემოკრატია კვლავ მოთხოვნადია მთელ მსოფლიოში, მაგრამ ჩვენმა ლიდერებმა უნდა გადადგან ნაბიჯი, რათა აჩვენონ, რომ ჩვენს დემოკრატიულ სისტემებს კვლავ შეუძლიათ ამომრჩევლებისთვის ოპტიმიზმისა და იმედის ხედვის შეთავაზება.“ - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
1778613909
ახალი ამბებიოპოზიციის პროპაგანდისტი კახა გოგიძე პატრიარქ შიო მესამეზე: ბოლო ბასტიონის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, მეციხოვნეებმა გვიღალატეს
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, მსახიობი კახა გოგიძე უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის აღსაყდრებას „ბოლო ბასტიონის“ დაცემას უწოდებს. გოგიძის თქმით,...
1778612754
მსოფლიოაშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ტრამპთან ერთად ჩინეთს ეწვევა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად იქნება ჩინეთში მისი სახელმწიფო ვიზიტის დროს. ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის სტატუსის შესახებ კითხ...
1778611097
ახალი ამბებივოლსკი: ახალი პატრიარქი ჰყავს საქართველოს, ქართველობას, მართლმადიდებლობას და ეს მისალოცია, განსაკუთრებით, იქიდან გამომდინარე, რომ შესანიშნავ, მაღალ დონეზე ჩატარდა გამორჩევის პროცედურა
ახალი პატრიარქი ჰყავს საქართველოს, ქართველობას, მართლმადიდებლობას და ეს მისალოცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ. ვოლსკის თქმით, მაღალ დო...
1778609114
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ირანი „100%-ით“ შეწყვეტს ურანის გამდიდრებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ნებისმიერ მცდელობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და თეი...
1778607228
სპორტიანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონია
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა პარასპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს – ლ...




























