"დღეიდან "ის გირჩელი ბავშვი ვიცე-მერი" აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს. დროებით" - ცოტნე კობერიძე

ვიცე-მერობის კანდიდატი ჩემს მაგივრად ზურაბ ჯაფარიძე იქნება, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.

"მეგობრებო, ვიცე-მერობის კანდიდატი ჩემ მაგივრად ზურაბ ჯაფარიძე იქნება. დღეს დილით ვისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთონ. ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, მთავარია ხმები მაქსიმალურად მობილიზდეს და ამას ზურა, როგორც ვიცე-მერობის კანდიდატი ჩემზე კარგად იზამს. ჩემთვის უპირველესი ამოცანაა „ქართული ოცნების“ დამარცხება. თუ თბილისი კალაძემ წააგო, გარდაუვალი მგონია რეჟიმის ჩამოშლა.

მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მხარში მედგა, ვინც მენდო, მომისმინა. ვინც მიუხედავად ჩემი ასაკისა, ჩემ ნაფიქრებს სცა პატივი და ჩემ ლანძღვის მოდას ასაკის გამო არ აჰყვა. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც პრაიმერისში მხარი დამიჭირა, ჩემი კამპანიის ხელმძღვანელს ნინა საჯაიას და ფანდრაიზერ კატო ზაქარეიშვილს.

ბოდიში მათ, ვისაც ამ ნაბიჯით იმედები გავუცრუე, ვინც ჩემში ინვესტიცია ჩადო და არ გავუმართლე. ბოდიში ასევე მედიას, რომელსაც დღეს კომენტარების დროს ვერ გავუმხილე, რომ უკვე ჩემი პოზიცია ზურას დავუთმე. გასაჯაროებას საღამომდე მოვერიდე. ყველაფერი ის, რასაც ვსაუბრობდი, ჩემი ეთიკის და იდეოლოგიის ნაწილია. მე ვიცე-მერი ვიქნები, ვიცე-პრემიერი, ლექტორი, აქტივისტი თუ მაღაზიის კონსულტანტი, მაინც ამ იდეებზე ვისაუბრებ და მაინც შევეცდები, ადამიანების დარწმუნებას, რომ თავისუფლებაზე სწორი წამალი დღეს არსებული პრობლემების მოგვარების არ არსებობს. ეთერებშიც ხაზს ვუსვამდი, რომ ჩემთვის რეგალიას, თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს.

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ყველა ახალგაზრდას ვთხოვ, არ მოერიდოს პოლიტიკაში ჩართვას. ზოგადად არაფრის არ მოერიდოს, არ დაელოდოს დროის გასვლას.

ახლა მთავარია, კალაძე დამარცხდეს, იმედია ჩემი ამ გადაწყვეტილებით საკუთარ წვლილს შევიტან. დღეიდან „ის გირჩელი ბავშვი ვიცე-მერი“ აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს. დროებით“,- წერს ცოტნე კობერიძე, რომელმაც დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის ე.წ. ჩრდილოვან, კოალიციურ მთავრობაში ის ვიცე-მერობის კანდიდატი იქნებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ე.წ. კოალიციური მთავრობის წარდგენისას განაცხადა, რომ მერობის შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი მოადგილე ზურაბ ჯაფარიძე იქნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751316456

მსოფლიო

ერდოღანი: 2026 წელს ნატოს სამიტი ანკარაში გაიმართება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი მოამზადებს ნიადაგს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ნატოს სამიტზე, რომელ...

ერდოღანიერდოღანი

1751314422

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: თუ ადამიანი თავისი ფეხით მიდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ნუ გაუკვირდებათ და შემდეგ ამას ნუ დაარქმევენ ნურც პოლიტიკურ დევნას, ნურც პოლიტპატიმარს

„ევრო ბიუროკრატები თურმე გვიწუნებენ იმას, რომ დაკავებულები არიან პოლიტიკოსები - თუ ადამიანი თავისი ფეხით მიდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ნუ გაუკვირდებათ და შემდეგ ამას ნუ დაარქმევენ ნურც პოლიტი...

ლევან მაჭავარიანი

1751314028

საზოგადოება

მაჭავარიანი: გარე უფროსები თავიანთ აგენტურას ავალებენ, არ გამოცხადდეთ კომისიაზე, რათა კანონის შესაბამისად სანქცია შეეხოთ, აღმოჩნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მეტი სალაპარაკო მიეცეთ, რომ თითქოს საქართველოში პოლიტიკური დევნაა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „გარე უფროსებმა ოპოზიცია ქუჩაში დატოვეს, როდესაც სიები ჩაახსნევინეს“. როგორც მაჭავარიანმა "ღამის კურიერის"...

ლევან მაჭავარიანი

1751311007

საზოგადოება

„თუ მიდიხარ ადამიანთან, რომელიც შიმშილობს, უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ადამიანი არ წაახალისო შიმშილობისკენ და პირიქით - ურჩიო, რომ შეწყვიტოს თავის დაზიანება“ - ლევან მაჭავარიანი გერმანიის ელჩზე

„რაც შეეხება იმას, რომ იგი მივიდა ქალბატონ ხოშტარიასთან - თუ ადამიანთან მიდიხარ, რომელიც შიმშილობს და იქ ემპათიაზე იყო საუბარი ბატონი ფიშერის მხრიდან, უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ადამიანი არ წა...

ლევან მაჭავარიანი

1751309641

საზოგადოება

პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის ყრილობაზე: მივმართავთ ქალაქის მერიას, რომ სთხოვოს რომან ფიფიას და გადაგვიხადოს დინამოს სტადიონის დაქირავების თანხა, სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ, ქალაქმა უნდა გააკეთოს ეს

„დღეს მე ვიყავი ქალაქის მერიაში და შევიტანე განცხადება „რუსთაველის გამზირის“ მოთხოვნით, რომ 4 ოქტომბერს დაგვითმონ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი“, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირ...

პაატა ბურჭულაძე