დიმიტრი სამხარაძე: ვინც კანონს დაარღვევს, ყველას მოეთხოვება პასუხი - საქართველოში სხვა რეალობაა, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია და პრემიერი ირაკლი კობახიძე

ვინმეს დანაშაულის ჩადენაზე ან უდანაშაულობაზე ჩემგან საუბარი ზედმეტია, ეს პროკურატურის საქმეა და დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს! - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, გორში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვინც კანონს დაარღვევს, ყველას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, ოპოზიციას კი, მმართველი გუნდი არ მისცემს შესაძლებლობას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პოლიციაზე განაზოგადონ.

“ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ვინც კანონს დაარღვევს, არავის ეპატიება! ყველას მოეთხოვება პასუხი და ხელს თავზე არავის გადავუსვამთ!

საქართველოში სხვა რეალობაა, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ერისკაცი ბატონი ბიძინაა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

პოლიციაში ბევრი ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მსახურობს, საამაყო ქართველები, რომლებიც ყოველდღე საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სხვების უსაფრთხოებას, ემსახურებიან საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ფარად დგანან!

ჩასაფრებულ და გაფარჩაკებულ ოპოზიციას კი არ მივცემთ უფლებას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პირად შემადგენლობას გადააბრალონ!

შსს-ს ჰყავს ღირსეული მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ასევე ღირსეული მოადგილეები, ქვეყნის პატრიოტები!

ყველა ღირსეული, პატრიოტი და პატიოსანი პოლიციელის გვერდით ვიდგები პირადად მე, დიტო სამხარაძე!

გვეიმედებით და მადლობა, რომ ემსახურებით საქართველოს!

პოლიციელი გმირია” - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779893308

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე: ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე

1779893252

საზოგადოება

პრემიერი: არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, მით უმეტეს, რომ ჯინ შაჰინი პირდაპირ წარმოადგენს „დიფ სთეითს“

არავის აინტერესებს ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1779893195

საზოგადოება

პრემიერი: ახალი პატარა ტალღაა წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის, ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის ღალატის ფორმულა

ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მთავრობის მეთაურის თქმით,...

ირაკლი კობახიძე

1779893154

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი - არ აქვთ წარმატების რესურსი

ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა, ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა - ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი, ასეც და ისეც, ამ ად...

ირაკლი კობახიძე

1779892986

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას

ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული სა...

ირაკლი კობახიძე