ირაკლი კობახიძე: ზუგდიდში, დაახლოებით 1 წელიწადში, 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ
ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს.
მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გაეცნო.
„დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ, აქ ჩავაგდეთ კაფსულა, დაიწყო დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომლებიც უკვე აშენებულია. დარჩენილია შესაბამისი სამუშაოები და დაახლოებით 1 წელიწადში ამ კორპუსებში 1 700-ზე
მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით, ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პროექტის ფარგლებში, შენდება 7 კორპუსი, რომელთაგან 2 კორპუსი დასრულებულია, ხოლო 3 კორპუსში სრულდება შიდა სამღებრო და მოპირკეთების სამუშაოები. განსახლების პროგრამა, მშენებლობის დასრულების შემდეგ, გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.
დევნილ ოჯახებს ზუგდიდში ბინები დასრულებული რემონტით 2027 წელს გადაეცემათ.
1779893154
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი - არ აქვთ წარმატების რესურსი
ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა, ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა - ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი, ასეც და ისეც, ამ ად...
1779892986
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას
ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული სა...
1779892160
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5 000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ვხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვთ
როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1779891705
საზოგადოებაპრემიერი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ 3 კომპანიაზე: მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში, ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება, დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო, ეს ბრიტანული ხელისუფლების საქმეა
მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ბრიტანეთის მიერ 3 კომპანიის დასანქცირების საკითხს ეხებოდა....
1779889757
ახალი ამბები28 მაისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციას 28 მაისს, 10:00 საათზე დაიწყებს. სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online...



























