დროებითმა საგამოძიებო კომისიამ აგვისტოს ომთან, „მუხროვანის ამბოხთან“ და 2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ორი პირი - გენერალი კობა კობალაძე და ჩორჩანის მკვიდრი ელგუჯა ხარაზიშვილი გამოჰკითხა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„როგორც კობა კობალაძემ აღნიშნა, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის საბრძოლო მოქმედებებმა აჩვენა, რომ ფაქტობრივად მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად მორღვეული იყო სახელმწიფოში.

მისი განცხადებით, მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ოკუპანტებთან „ხელის ბიჭებად“ იყვნენ მივლინებული და რეალურად მათ მეგზურობას უწევდნენ.

როგორც კობა კობალაძემ აღნიშნა, საბრძოლო მოქმედებების დროს მმართველობა - არც ერთი საბრძოლო უზრუნველყოფის ელემენტი (დაზვერვა, ლოგისტიკა, საინჟინრო უზრუნველყოფა და სხვა) არათუ მართვაში, არამედ ურთიერთქმედებაშიც არ იყო და ამიტომ არც ევაკუაცია ხდებოდა და არც სწორი გათვლები საბრძოლო მიმართულებებზე.

მისი მოსაზრებით, ხელისუფლებისთვის საჭირო გახდა 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგედიის გადაფარვა და სწორედ ამას უკავშირდება „მუხროვანის ამბოხის“ საქმე.

კობა კობალაძის ინფორმაციით, როდესაც 2009 წლის 5 მაისს იგი ინტერვიუს მიცემის დროს ქუჩაში დააკავეს, „მუხროვანის ამბოხის“ შესახებ არაფერი იცოდა. მისივე თქმით, მუხროვანის ბაზაზე დისლოცირებული ეროვნული გვარდიის შემადგენლობამაც კი არ იცოდა, რომ მათ ნაწილში „ამბოხი“ იყო და ეს ამბავი ტელევიზიიდან შეიტყო.

„სასამართლოში ბრალი წამიყენეს, რომ თითქოს მოვახდინე შეიარაღებული შემადგენლობის მობილიზების ორგანიზება, დაგეგმილი მქონდა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების დაკავება და უმაღლესი მმართველი პირების ლიკვიდაცია“, - განაცხადა გენერალმა.

მისივე თქმით, „მუხროვანის ამბოხის“ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს გიორგი კრიალაშვილი, ასევე, ფაქტობრივად, დახვრიტეს კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე, თუმცა ისინი ცოცხლები გადარჩნენ.

კითხვა-პასუხის ფორმატში, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა კობა კობალაძეს კითხვა დაუსვა „მუხროვანის ამბოხის ჩახშობის“ დროს თავდაცვის მინისტრის როლზე.

„რაც თქვენ ბრძანეთ, ასე შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში, რეალურად აქაც მართვის ბერკეტი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ჰქონდა, რომელიც ვიდეოშიც ვნახეთ, რომ ითხოვს ორ გვამს. თქვენ ამბობთ, რომ მას ჰყავდა ემისარი, რომელსაც მუხროვანიდან ამბები მიჰქონდა. შემდეგ მერაბიშვილი ადგილზეც კი მივიდა და რეალურად მან მართა პროცესები. ამ დროს, სად არის თავდაცვის მინისტრი?“ - განაცხადა თეა წულუკიანმა, რაზეც კობა კობალაძემ უპასუხა: „სასამართლოს მიმდინარეობის კრებსებიდან გამოიკვეთა, რომ თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური მმართველობა გათიშული იყო“.

კობა კობალაძის განცხადებით, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გამოჩნდა, რომ მუხროვანის სამხედრო ბაზაზე არც დაუმორჩილებლობა და არც ამბოხის ნიშნები არ იყო. როგორც მან აღნიშნა, პირადი შემადგენლობის ხელმძღვანელობა მხოლოდ იმაზე საუბრობდა, რომ როდესაც მათი თანამებრძოლები კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულები იყვნენ, რამდენად ჰქონდათ მორალური მზადყოფნა მონაწილეობა მიეღოთ 26 მაისის აღლუმში.

მისი განცხადებით, ფაქტობრივი გარემოებები იმდენად არ ესადაგებოდა რეალურ ვითარებას, რომ სასამართლომ სამშობლოს ღალატში გაამართლა.

„ბრალდებაში დამიტოვეს იარაღის უკანონო შენახვა, რომლითაც ფაქტობრივად, გაამართლეს 9 თვეზე ცოტა მეტი ხანი სამარტოო საკანში ჩემი ყოფნა. მანამდე შემოსული იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც დასკვნაში მიუთითეს, რომ იმ პირობებში ადამიანის ყოფნა ყოველდღიურად მასზე განხორციელებულ წამებას ნიშნავს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე კომისიას ახსნა-განმარტება სოფელ წაღვლის მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზიშვილმა მისცა.

როგორც მან აღნიშნა, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნიდან მოკლე პერიოდში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კილომეტრ-ნახევრით გადმოიწიეს, სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე ახალი საგუშაგო გახსნეს, წაღვლის ტყის 100 ჰექტარი დაიკავეს და ტერიტორია მავთულხლართებით შემოღობეს.

ელგუჯა ხარაზიშვილის თქმით, განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს ტერიტორია დაიკარგა და სოფლის მოსახლეობა წაღვლის ტყეში ვეღარ შედის.

მისი შეფასებით, სოფელ ჩორჩანაში გახსნილ საგუშაგოს არავითარი დანიშნულება არ აქვს და მოსახლეობის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა 16 ივნისს გაიმართება, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749753798

მსოფლიო

ტრამპი: არ მინდა ვთქვა, რომ ისრაელის თავდასხმა ირანზე გარდაუვალია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა შესაძლოა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანოს იერიში. „არ მინდა ვთქვა, რომ გარდაუვალია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ის, რაც, შესაძლოა, სავსები...

დონალდ ტრამპი

1749751166

საზოგადოება

ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე, ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე,ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამო...

პროკურატურაა

1749749111

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფინანსებინათ

უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ ეკოლოგია გაუმჯობესებულიყო და საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფ...

გურამ მაჭარაშვილი

1749746659

ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო

გორის მუნიციპალიტეტში,  სოფელ თედოწმინდაში, არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია „თრიალეთი“ ავრცელებს.  როგორც ტელეკომპანიას შემთხვევის ადგილიდან ატყობინებენ,  გარდაცვლილია...

მდინარემდინარე

1749745478

ახალი ამბები

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „POSTV-ს გადამღებ ჯგუფს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ – ტელეკომპანია დაუყოვნებლი...

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფ