ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა

სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 25 პროცენტით, ადგილობრივი ექსპორტი კი 9-ჯერ გაიზარდა.

ხაზი გაესვა სინგაპურში ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის დიდ პოტენციალს.

ისაუბრეს ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაზე, რომლებსაც ყოველწლიურად სინგაპური მასპინძლობს. აღინიშნა, რომ ეს ღონისძიებები კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი ექსპორტიორებისთვის ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.

ყურადღება გამახვილდა სინგაპურსა და საქართველოს შორის ტურისტული კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784792317

საზოგადოება

სამართალდამცველებმა ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გა...

დაკავება დაკავება

1784791593

ახალი ამბები

პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირ...

აა

1784789050

საზოგადოება

„ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ორ ახალგაზრდაზე: ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შმაგი ჭიოკაძემ მედიასთან ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც გუშინ, 22 ივლისს, თბილისში, ვერაზე დაჭრეს. მისი განცხადებით,...

„ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი

1784787677

საზოგადოება

გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს

გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს. შესაბამისად, კარტოზია 7-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება. პარალელ...

ალექსანდრე კარტოზია

1784786460

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიაში ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, ველოდებით საპასუხო ნაბიჯს, რომ ახალი ელჩი დაინიშნება

ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობი...

ირაკლი ქადაგიშვილ