მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის კავშირების გასაძლიერებლად
საქართველოსა და სინგაპურს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაღალი დონის შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხებზე, იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება ორ ქვეყანას შორის მომავალში გადაიდგას, როგორ შეიძლება წავახალისოთ ეკონომიკური კავშირები და პოლიტიკური დიალოგი, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის შეფასებისას.
მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კოლეგა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებს, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.
„ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ შედგა შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. მქონდა შესაძლებლობა, ჩემს კოლეგასთან ერთად მესაუბრა და განმეხილა საქართველოსა და სინგაპურს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. ჩვენ ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ორივე ქვეყანას აქვს ერთი ტიპის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია სწორედ ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად და სამომავლოდ ერთობლივი მუშაობისთვის“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრებზე ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონული კავშირების გაძლიერებაზე. საქართველოსთვის სინგაპური მნიშვნელოვანი ქვეყანაა აზიის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთან კავშირები სინგაპურისთვის, სწორედ ჩვენს რეგიონთან ურთიერთობების გასაძლიერებლად. სწორედ ამისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის კავშირების გასაძლიერებლად“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1784791593
ახალი ამბებიპოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირ...
1784791464
საზოგადოებაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა. შ...
1784789050
საზოგადოება„ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ორ ახალგაზრდაზე: ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შმაგი ჭიოკაძემ მედიასთან ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც გუშინ, 22 ივლისს, თბილისში, ვერაზე დაჭრეს. მისი განცხადებით,...
1784787677
საზოგადოებაგერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს
გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს. შესაბამისად, კარტოზია 7-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება. პარალელ...
1784786460
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიაში ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, ველოდებით საპასუხო ნაბიჯს, რომ ახალი ელჩი დაინიშნება
ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობი...


























