დავით ჩიხელიძე გიორგი სიორიძეს: საზოგადოება თქვენგან მკაფიო პოზიციას ელის! მინიმუმ, საჯაროდ დაგმეთ მკვლელობის ეს ამაზრზენი ფაქტი და აჩვენეთ საზოგადოებას, რომ პირადი კავშირები კანონსა და მორალზე მაღლა არ დგას
„გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კაპანაძე, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ამასთან, ჩემი ინფორმაციით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ბრალდებულის მეჯვარეა“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტი გიორგი სიორიძეს საჯარო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საზოგადოება მისგან მკვლელობის ფაქტის მკაფიო დაგმობას ელოდება.
ჩიხელიძის შეფასებით, მეგობრობა, ნათესაობა თუ სხვა პირადი ურთიერთობა ვერასოდეს იქნება მკვლელის გამართლების ან მისგან დისტანცირების და თავის არიდების საფუძველი.
„გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კაპანაძე, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ამასთან, ჩემი ინფორმაციით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ბრალდებულის მეჯვარეა.
ბატონო გიორგი, საზოგადოება თქვენგან მკაფიო პოზიციას ელის! მინიმუმ, საჯაროდ დაგმეთ მკვლელობის ეს ამაზრზენი ფაქტი და აჩვენეთ საზოგადოებას, რომ პირადი კავშირები კანონსა და მორალზე მაღლა არ დგას სწორედ მეგობრებისა და ახლობლების დუმილი აძლიერებს დაუსჯელობის განცდას და ახალისებს კრიმინალს. მკვლელობასთან მიმართებით ნეიტრალიტეტი არ არსებობს. ასეთ დროს დუმილი საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც მორალური თანხმობა.
მეგობრობა, ნათესაობა თუ სხვა პირადი ურთიერთობა ვერასოდეს იქნება მკვლელის გამართლების ან მისგან დისტანცირების და თავის არიდების საფუძველი“, - წერს ჩიხელიძე.
1784792317
საზოგადოებასამართალდამცველებმა ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გა...
1784791593
ახალი ამბებიპოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირ...
1784791464
საზოგადოებაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა. შ...
1784789050
საზოგადოება„ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ორ ახალგაზრდაზე: ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შმაგი ჭიოკაძემ მედიასთან ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც გუშინ, 22 ივლისს, თბილისში, ვერაზე დაჭრეს. მისი განცხადებით,...
1784787677
საზოგადოებაგერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს
გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს. შესაბამისად, კარტოზია 7-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება. პარალელ...



























