„ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ორ ახალგაზრდაზე: ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შმაგი ჭიოკაძემ მედიასთან ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც გუშინ, 22 ივლისს, თბილისში, ვერაზე დაჭრეს. მისი განცხადებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა, 17-18 წლის ბიჭი. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა. ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხარის, მეორეს მარცხენა მტევნის არეში. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ვესაუბრე ახლა, ორივე კარგად არის, თავს კარგად გრძნობენ“, - განაცხადა შმაგი ჭიოკაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრეს. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია.

ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784784718

საზოგადოება

ექიმი ვერაზე სროლის შედეგად დაღუპულ არასრულწლოვანზე: სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის

თბილისში, 22 ივლისს მომხდარი სროლის შედეგად, ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა, სამი პირი კი დაიჭრა. შემთხვევა ვერაზე, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, სროლას წინ შელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ოთხი...

ირაკლი ფირცხალეიშვილი

1784782970

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ახლა ბურთი გერმანიის მთავრობის მოედანზეა

დღეს საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტ შტაინ მაიერს რწმუნებათა სიგელს გადასცემს. ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალ...

ლევან მაჭავარიანი

1784782431

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ივლისს საქართველოში

23 ივლისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ბათუმში მზიანი დღეა მოსალოდნ...

ამინდი - ამინდი

1784753835

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია, მთელ მსოფლიოში ახლა სუვერენული პოლიტიკის დროა

ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, - ამის შესახებ გადა...

ირაკლი კირცხალია

1784753607

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით,  ერთი პირი ცხელ კვალზე დ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო