ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტი - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ირაკლი კობახიძეს პასუხობს
„ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტი“ - ასე ეხმიანება სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ფეიკი“ უწოდა და ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებაზე ალაპარაკდა.
„განცხადება წარმოადგენს ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტს. კონსილიუმში მონაწილე ექიმები კარგად არიან ცნობილი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისთვის, ისინი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და დაინტერესებულები არიან მხოლოდ პაციენტის კეთილდღეობით და ჯანმრთელობით“ - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სრულ მხარდაჭერას უცხადებს კონსილიუმს და ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს, უზრუნველყონ ექიმების პატივისა და ღირსების დაცვა.
განცხადებას ხელს აწერენ: აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” - არჩილ ჩხოტუა; აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” - თენგიზ ასათიანი; აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” - ნიკოლოზ კინტრაია; აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია”- კონსტანტინე ყიფიანი; აიპ “საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირი - სტოკ” ზურაბ ხაბეიშვილი; აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” - გიორგი ჩახუნაშვილი; აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება" - ეკა ჭყონია, ნინო ოკრიბელაშვილი; საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ლიკა ჭყონია; ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი - მარინა შიხაშვილი; აიპ "ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება" - მარიკა ალფაიძე; გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია -გიორგი გოცაძე; ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაცია ელისაბედ კუჭავა; საქართველოს მერაბ კილაძის სახელობის მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია - დავით აბულაძე; საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება- არჩილ ჩუხრუკიძე; სასწრაფო დახმარების ასოციაცია- გიორგი ვაშაკიძე; ნეიროქირურგთა ასოციაცია - გიორგი ინგოროყვა; "საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია" ზურაბ კლიმიაშვილი; “საქართველოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა ასოციაცია“ - შალვა რცხილაძე; ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სკოლა' - ცოტნე სამადაშვილი; ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის - ანა ქავთარაძე.
ამავე თემაზე:
🔵"ფეიკდასკვნა"-ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფს არ ენდობა
1791736485
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა
„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...
1791733324
ახალი ამბებიპრემიერი: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
„საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახე...
1791731307
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...
1791729248
სპორტისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...
1791728970
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...































