“ეს არის დავითისა და გოლიათის ბრძოლა და რუსეთს ისევე შეენგრევა საფეთქელი და დავარდება მიწაზე უსულოდ, როგორც გოლიათი” - რამაზ გიგაური
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ რუსეთი რომ სისტემურად ჩამოიშლება პროგნოზი აღარ სჭირდება, ეს უკვე ლოგიკაა:
"ომის დაწყებიდან ყოველდღე ძალიან გვიან ვიძინებ და ადრე ვიღვიძებ. რათა გავყვე იმ ყველა ინფორმაციას, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით ვრცელდება.
ვიძინებ დაღლილი, მაგრამ ვიღვიძებ რწმენით. იმ რწმენით, რომ უკრაინელებმა უდიდეს გარღვევას და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს რუსეთთან ომში.
ეს არის დავითისა და გოლიათის ბრძოლა და საბოლოოდ, რუსეთს ისევე შეენგრევა საფეთქელი და დავარდება მიწაზე უსულოდ, როგორც გოლიათი.
ამის ძალიან მჯერა.
არ ვიღვიძებ იმის განცდით, რომ „ვაიმე, რუსეთმა რომელიმე ქალაქი ხომ არ აიღო“, არამედ იმ განცდით, რომ „აბა, სად მიაღწია უკრაინამ წარმატებას“.
ადრეც დავწერე და ვთქვი, რუსეთი სისტემურად ჩამოიშლება. ეს პროცესი დაწყებულია. ამას არანაირი პროგნოზი აღარ სჭირდება. ეს უკვე ლოგიკაა.
ცოტ-ცოტა ყველამ გავაკეთოთ რამე უკრაინისთვის. გამოჩნდება ჩვენს გვერდით, რომ სადღაც რაღაცას აგროვებენ, სადღაც ფული სჭირდებათ, სადღაც ის, სადღაც ეს და ასე გავიღოთ რაიმე.
ვილოცოთ უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ ვიმოქმედოთ. ჩვენი დაწოლის და ბრძოლის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებასაც სხვა არაფერი არ დარჩება, რომ შეცვალოს პოზიცია.
თუნდაც ჩამოიყვანოს უკრაინელი დაჭრილები და უმკურნალოს, ლტოლვილები მივიღოთ და ბევრი, ბევრი რამ გავაკეთოთ.
საბოლოოდ, ბოროტება მარცხდება, რადგან მისი არსება - მოკლეა.
გამარჯვება უკრაინა!
ჩვენ, ქართველმა ხალხმა ბევრი სისხლი დავღვარეთ რუსეთთან ომებში. 221 წელია ამ გველეშაპს ვებრძვით.
ნუ გაგაკვირვებთ ამ რუსეთუმე და შეშინებული ადამიანების პოზიციაც, რომ „რუსეთი უძლეველია“ და „არ დაგვმბობოს“.
გურული ანეკდოტის არ იყოს, უკვე „დაბომბილები ვართ“.
მაგრამ გავიმარჯვებთ!
ნუ ვიფიქრებთ დღევანდელი ხელისუფლებით, ვიფიქროთ 1801 წლიდან მოყოლებული ამბებით და ხალხით!
და კიდევ ერთხელ, გამარჯვება უკრაინა!შენ განსაკუთრებული მისია დაგაკისრა განგებამ - საბოლოო ლურსმანი ჩააჭედო დღევანდელი, პუტინური რუსეთის კუბოს!ჩვენ, ქართველი ხალხი შენს გვერდით ვართ! მარჯი უკრაინა!"
1791736485
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა
„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...
1791733324
ახალი ამბებიპრემიერი: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
„საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახე...
1791731307
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...
1791729248
სპორტისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...
1791728970
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...































