"ეს ვიდეოები ბევრ კითხვის ნიშანს სვამს და არის სამწუხარო" - ევროკავშირის ელჩი სააკაშვილის ვიდეოჩანაწერებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელებას გამოეხმაურა.

ელჩი აღნიშნულ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს.

"ეს ვიდეოები ბევრ კითხვის ნიშანს სვამს და არის სამწუხარო იქიდან გამომდინარე, რომ ხელს არ უწყობს სიტუაციის განმუხტვას. მისი გაშვების მიზანი არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში - ეს არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

11 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის მე-12 ციხიდან, გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

აღნიშნულ კადრებს, საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერების გავრცელებით, პატიმრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა.

ცნობისთვის, ვიდეოჩანაწერების გავრცელების კანონიერებაზე მოკვლევა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და იგი დაკავების დღიდან შიმშილობს. ის ამჟამად სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, ერთი პირობით - თუ მას მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა.

ამავე თემაზე:

🔵  "ვინ ჩემი ფეხები ხართ, რომ დაგემორჩილოთ? პუტინის მონებო!" - მიხეილ სააკაშვილის მორიგი ვიდეო ვრცელდება

🔵  ომბუდსმენი: შეწყვიტეთ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა

🔵  ნიკა გვარამია: რაც ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება - "არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა"

🔵  სახელმწიფო ინსპექტორი: მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791712972

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს - პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება ნანა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომელშიც ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღიარებული ბრალ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791709697

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია

 პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე ჯგუფის, „გამოუვალი მდგომარეობა“ მიწვევას ეხმიანება. შაქარიშვილი ამბობს, რომ ნამდვილად სიმბოლ...

ვატო შაქარაშვილი

1791707220

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ იტალია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეული გუნდური ასპარეზობის მერვედფინალში, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა - საქართველოს ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდ...

ძიუდო

1791704567

ახალი ამბები

ნანა ჟორჟოლიანი: ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ, ხომ? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს - სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ

„როგორც ადამიანს მესმის და პოლიტიკურ ნაწილში ალბათ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მომავალს საკუთარ დღის წესრიგში ცხოვრებაში ვეღარ ხედავ“, - განაცხადა ნანა ჟორჟოლიანმა, მურთაზ...

ნანა ჟორჟოლიანი

1791702486

ახალი ამბები

პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, უცხოქვეყნის მ...

დაკავება და ბორკილები