ნიკა გვარამია: რაც ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება - "არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა"
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მისი უფლებადამცველი ნიკა გვარამია მივიდა, რომელმაც პენიტენციური სამსახურის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრებზე კომენტარი გააკეთა.
"ეს კადრები არ არის უწყვეტი კადრები და მთავარი ძალადობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი.
მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით - "არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა", ზუსტად ეგრე იყო და ეს პარადიგმა მარტო ჩემ თავში კი არ გაცოცხლდა, ვაჟას უკვდავი სიტყვები, ყველა ქართველში გაცოცხლდა, მათ შორის თქვენს მომხრეებშიც, ქართულ ოცნებას მივმართავ.
ეს პარადგიმა ძალიან მძლავრია და ქართველები ბავშვობიდან ვსწავლობთ ამ პარადიგმას და ყოველთვის არწივის მხარეს ვართ. არწივი არის მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მორიგი ვიდეო გაასაჯაროვა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 42 დღეა შიმშილობს.
ამავე თემაზე:
1793897790
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე
დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნ...
1793896838
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავ...
1793895817
ახალი ამბებითბილისის მერია: ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ისე მოსახლეობას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე
„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის...
1793892912
ახალი ამბებიჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცე...
1793889430
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: „ვეტინგის“ მექანიზმი ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევის მცდელობაა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გარე ძალები ცდილობენ, ქართული მართლმსაჯულება საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ, რისთვისაც სხვადა...






























