ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარებისთვის

გამოქვეყნდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების რიგით მე-4 რაუნდის ანგარიში, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარებისთვის.

„2025 წლის 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების რიგით მე-4 რაუნდის ანგარიში. „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების შეფასების მე-4 რაუნდი დაეთმო ადამიანით ვაჭრობისათვის მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენასა და მათ დაცვას.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარებისთვის. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ტრეფიკინგის წინააღმდეგ სახელმწიფოს თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო.

ანგარიშში, ასევე, პოზიტიურად შეფასდა დანაშაულის მსხვერპლთა/დაზარალებულთა კომპენსაციის პროცედურის გამარტივება, დანაშაულის გამოვლენაზე პასუხისმგებელი სახელწმიფო უწყებების უფლებამოსილების ზრდა და სფეროში დასაქმებული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები.

შეფასების მე-4 რაუნდის ფარგლებში 2024 წლის 23-27 სექტემბერს GRETA-ს დელეგაცია იმყოფებოდა ვიზიტით საქართველოში.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

GRETA-ს შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიშში აღნიშნული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

GRETA-ს შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიში იმეორებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის სულისკვეთებას, რომლის თანახმად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო უკვე მე-10 წელია უმაღლეს საფეხურზეა და ინარჩუნებს ადგილს „პირველ კალათაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761033540

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთ...

ირაკლი კობახიძე

1761032790

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: სალომე ზურაბიშვილი, გიგაური, ლომჯარია და სხვები, თუ ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენენ და ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ე.წ. პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელისა და ევროკავშირის საქმე კარგად

სალომე ზურაბიშვილი, გიგაური, ლომჯარია და სხვები, თუ ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენენ და ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ე.წ. პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელისა და ევროკავშირის საქმე კარგად, - გა...

ირაკლი კირცხალი

1761032762

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია სოფო ხორგუანის განცხადებაზე, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ხოლო გახარიას პარტიის რეიტინგი ლეგიტიმური: ღიმილის მომგვრელია, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური

მათემატიკაში „ძალიან ძლიერად“ არიან. ღიმილის მომგვრელია ეს განცხადება, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გახარიას პარტიის წარმომადგენლის ს...

ირაკლი კირცხალია

1761032735

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ისევ ის დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალი სიტყვაა, ძალიან ხმამაღალი კომენტარია და ძალიან ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისების მიმართ, რომელ წახალისებასაც, სამწუხაროდ ვხედავთ დღევანდელი ბრიუსელისგან

ყველაზე მთავარი რა დასკვნაც შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი შეხვედრიდან და შემდეგ განცხადებებიდან, ისევ და ისევ ის ხმამაღალი დუმილი, რომელსაც ვისმენთ ბრიუსელიდან, შემდეგ მათი წარმომადგენლობებიდან აქ,...

ირაკლი კირცხალია

1761032709

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ. კონტროლდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები...

სურსათის ეროვნული სააგენტო