სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ. კონტროლდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი), უფლებამოსილი პირები იღებენ რძის ნიმუშებს სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება (იმ ნედლეულის, რომლისგანაც იწარმოება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი) ხორციელდება რძის შემკრები პუნქტებიდან და გადამამუშავებელი საწარმოებიდან. ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიურ რეჟიმში ავრცელებს.
„აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (ანტიბიოტიკების), აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის განსაზღვრა და სხვა.
კომპლექსური კონტროლის პარალელურად, სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების რისკი მაღალია“, - წერია ინფორმაციაში.
1761043954
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ
იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1761043250
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ერთსულოვნება არ არის საქართველოს დასანქცირებასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირში რჩებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ატარებენ სუვერენულ პოლიტიკას და არ ექვემდებარებიან „დიფ სთეითის“ მითითებებს
სწორედ ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც პირდაპირ მხარი დაუჭირა დამხობის აქციას, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან...
1761042874
საზოგადოებაპრემიერი: 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი, ასევე ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის დადასტურება
საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი, - განაცხადა საქართველოს პრ...
1761042490
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე
Eagle Hills-ის პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...
1761041331
საზოგადოებაიანვარ-სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,637.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიურმა ზრდამ კი 5.1% შეადგინა
2025 წლის III კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,666.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის სამ კვარტალში ა...