"ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო" - იუსტიციის სამინისტრო
"ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო", - განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (ე.წ. „ომის საქმე“). გადაწყვეტილება ეხება 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში რუსეთის მიერ, რომელიც ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
მინისტრთა კომიტეტის მიმდინარე წლის სექტემბრის სხდომაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე და დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება უპირობო ვალდებულება ზედმიწევნით აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.
საგულისხმოა, რომ მინისტრთა კომიტეტმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ მხარეს და ხაზი გაუსვა დადგენილი დარღვევების სიმძიმესა და მასშტაბურობას. მინისტრთა კომიტეტმა მკაცრად მოუწოდა რუსეთს, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს დიდი პალატის 21 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა აღმოიფხვრას დარღვევების ძირითადი საფუძველი (ე.ი. განგრძობადი ოკუპაცია) და აღარ განმეორდეს ადამიანის უფლებათა მსგავსი დარღვევები.
კომიტეტმა, აგრეთვე, გამოთქვა ღრმა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, კვლავ არ აძლევს იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას და მოუწოდა რუსეთს, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები აღნიშნული მიმართულებით.
ქართული მხარის ინიციატივით, კომიტეტი „ომის“ საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1791964853
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ
„ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩი...
1791964815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს
„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1791963135
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...
1791962485
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...
1791960756
ახალი ამბებისაფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის
„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...



























