ExclusiveTv.Ge-ზე განხორციელდა კიბერშეტევა – მედია-მაუწყებლის გენერალური დირექტორის განცხადება
საქართველოსა და ემიგრაციაში მოქმედი მედიამაუწყებელი ExclusiveTv.ge ბოლო ათი დღეა, კიბერშეტევას უმკლავდება, თუმცა საიტი ფორსმაჟორულ რეჟიმში დღემდე აგრძელებს მუშაობას, განცხადებას ამის შესახებ მედია მაუწყებლის "ექსკლუზივიტივის" გენერალური დირექტორი ავრცელებს.
ხათუნა შარაძის განცხადებით, მიუხედავად, ბლოკირებული სიტუაციისა, მედია მაუწყებლმა შეძლო შეენარჩუნებინა მკითხველთან კონტაქტი და ამ დროის მანძილზე ყოველდღიურ რეჟიმში მაინც მოახერხა პროფესიული მოვალეობის შესრულება.
ექსკლუზივი ორი წლის წინ შეიქმნა. პლატფორმის სარედაქციო პოლიტიკა ემიგრანტების ოპერატიულად ინფორმირებულობაზეა ორიენტირებული. შესაბამისად ინტერესი და ნდობა მალევე მოვიპოვეთ.
"ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ემიგრანტების ინტეგრაციის პროცესს და მიმღებ ქვეყნებში არსებულ სამართლებრივ-სოციალური საკითხების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებას. ევროპული ფასეულობების, უსაფრთხო გარემოს, სიცოცხლის უფლების, განათლების მიღების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და სამართლებრივი საკითხების ცოდნას. ასევე უცხოეთში მცხოვრები ქართველებისა და საქართველოს პოპულარიზაციას.
ჩვენი არსებობის დღიდან ვქმნით, სხვადასხვა რუბრიკებს. გუნდის მიერ იქმნება ემიგრანტების ინტერესებზე მორგებული სტატიათა ციკლი თუ გადაცემები. გარდა ამისა, ექსკლუზივმა სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ემიგრანტი ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნა და თითოეული მათგანის ცხოვრებაში ახალი რეალობა შექმნა.
დიასპორის საჭიროებებზე მორგებულმა მედია პლატფორმამ არაერთ ემიგრანტს მისცა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი. ადამიანებს, რომელთა ინტელექტუალური რესურსი, გარემოებათა გამო ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი არ იყო, დღეს ისინი ჩვენი ჟურნალისტები და რესპონდენტები არიან.
დღეს ExclusiveTv.ge-მ კიდევ ერთი დაბრკოლება გადალახა და დაუბრუნდა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს, რაც ჩვენი მორიგი გამარჯვებაა!!!
მადლობას ვუხდი Exclusivetv-ს თითოეულ თანამშრომელს, გუნდს რომელიც თავდაუზოგავად შრომობს და ქმნის სრულიად ახალ კონტენტს - „ინფორმირებული ემიგრანტი - ინტეგრირებული მოქალაქე“.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენი გუნდის ხერხემალს რობიზონ ლაღიძეს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და მედიამაუწყებელი ხალხს დაუბრუნა!
პატივისცემით, მედია მაუწყებლის გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი იტალიაში ხათუნა შარაძე",- ნათქვამია განცხადებაში.
1773856106
ახალი ამბებიილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელ...
1773854422
სპორტიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...
1773852826
ახალი ამბებიილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...
1773851404
ახალი ამბებითბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...
1773850207
ახალი ამბებიმეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“
„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...































