ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ბანკის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ეველინ ლამი.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხებზე.
ფინანსთა მინისტრმა ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობებისთვის და ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საკვანძო როლი აქვთ, როგორც საქართველოს, ისე რეგიონის განვითარებაში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეკონომიკური და ფისკალური მართვის მდგრადობას და საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით.
როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების გზით.
წელს, აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას უზბეკეთის რესპუბლიკა, ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს.
1777705078
მსოფლიოReuters: პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს
პენტაგონმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ტრამპი ძალების შემცირებით ამ კვირის დასაწყისში დაიმუქრა მას შემდეგ,...
1777703093
საზოგადოებაირაკლი ზარქუა ნათელაშვილზე: სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, “ლეიბორისტების” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ნათელაშვილი იმდენად გაუფასურებულია, ოპოზიციამაც კი არ მიიღო საკუთარ რი...
1777701622
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 2 მაისს საქართველოში
2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მო...
1777668926
მსოფლიოთეთრმა სახლმა კონგრესს წერილობით აცნობა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები „დასრულდა“ - Associated Press
„თეთრმა სახლმა კონგრესს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები „დასრულდა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება...
1777668194
მსოფლიორატომ არ ჩადიან კიევში ტრამპის წარმომადგენლები? - უკრაინული მედია მიზეზებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი ირანზე არის გადართული
„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ვიზიტს არ ჩქარობენ, რადგან ვაშინგტონში არ სჯერათ სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის შესაძლებლობის“, - ამის შესა...



























