ირაკლი ზარქუა ნათელაშვილზე: სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, “ლეიბორისტების” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ნათელაშვილი იმდენად გაუფასურებულია, ოპოზიციამაც კი არ მიიღო საკუთარ რიგებში.

ზარქუა საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ ე.წ. ბაღების თემასთან არც მას და არც მის ოჯახს, არაფერი აკავშირებს, შესაბამისად, ბაღებისა და სკოლების ტენდერებში მონაწილეობა მის ნათესავებს არასოდეს მიუღიათ, ნათელაშვილი კი ტყუილს ავრცელებს.

“სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო,იმ დონის გაუფასურებული ხარ, რომ თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში და დაძრწიხარ ეულად ყველასგან მიტოვებული ! იარე ახლა ტელევიზიებში და იჭორავე ზარქუას მილიონებზე შე ფანჩატურა შენა!

P.s. საზოგადოებამ კი იცის ყველაფერი ამ თემაზე , მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ და შევახსენებ ე.წ ბაღების თემას, რომელიც ახსენა ამ “უხსენებელმა”.. მოკლედ წლების წინ ჩემმა სიძემ გაყიდა სამშენებლო კომპანია, რომელიც მხოლოდ კერძო სექტორში ოპერირებდა და არასოდეს სახელმწიფო ტენდერებში არ მიუღია მონაწილეობა. გაყიდვის შემდეგ კი მისმა ახალმა მფლობელებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო ტენდერში. შემდეგ ვერ შეასრულეს აღებული ვალდებულებები და პროკურატურამ საქმე აღძრა და დაკავებულებიც არიან როგორც მაქვს ინფორმაცია! არასოდეს ბაღების ან სკოლების ტენდერში მე და ჩემს ნათესავებს არასოდეს მიგვიღია მონაწილეობა! ეს არის სიმართლე!” - წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777666220

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: „ალიანსის“ წევრებმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ ფიზიკურად დაარბიეს ტელეკომპანია „იმედი“ და შემდეგ სრულად გაანადგურეს მედიაპლურალიზმი საქართველოში

„ალიანსის“ წევრებმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ ფიზიკურად დაარბიეს ტელეკომპანია ,,იმედი“ და შემდეგ სრულად გაანადგურეს მედიაპლურალიზმი საქართველოში, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრ...

თორნიკე ფაღავა

1777665710

ახალი ამბები

საპატრიარქო: ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა - ცდილობენ, წყენა და დაპირისპირება დათესონ

„ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა“, - ამის შესახებ განცხადებას საქარ...

დდ

1777662014

მსოფლიო

„ევროკავშირი ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ვაშინგტონი კი არღვევს“ - ევროპარლამენტში ტრამპს პასუხობენ

ევროპარლამენტში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც „ევროკავშირი არ ასრულებს სავაჭრო შეთანხმებას, შესაბამისად აშშ ევროკავშირიდან იმპორტირებულ მს...

ევროპარლამენ

1777660846

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდული ფესტივალის - „სტუდფესტი 2026-ის” გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ახალგაზრდული...

ირაკლი კობახიძე

1777658618

ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით ირანის ბოლო წინადადებით უკმაყოფილოა - „მე არ მირჩევნია დაბომბვის განახლება, მაგრამ ეს არის ვარიანტი“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ირანის მიერ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო წინადადებით. ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება. „მათ შეთანხმების დადება სურთ....

ტრამპიტრამპი